ლუგანსკის ოლქში დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაჭრილებიც (ფოტო)

25 თებერვალს, გამთენიისას ლუგანსკის ოლქში დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაჭრილებიც.

ინფორმაცია და ფოტომასალა უკრაინის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურმა გაავრცელა. საუბარია ლუგანსკის ქალაქ სტარობილსკში ქუჩების დაბომბვაზე.

არსებული ინფორმაციით, 6 ადამიანი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს. რუსეთი უკვე მეორე დღეა, რაც უკრაინას ესხმის თავს. გამთენიიდან იბომბება კიევი, მათ შორის, დასახლებული პუნქტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები