ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში 3 272 გამოვლინდა, აჭარაში – 406, იმერეთში – 1 266

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 482 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 272 შემთხვევა, აჭარა – 406, იმერეთი – 1 266, ქვემო ქართლი – 310, შიდა ქართლი – 455, გურია – 279, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 528, კახეთი – 599, მცხეთა-მთიანეთი – 173, სამცხე-ჯავახეთი – 118 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 76.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 113 284 საიდანაც: 5 020 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 217, აჭარაში – 547, იმერეთში – 856.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 108 პირი, მათ შორის, თბილისში – 471, აჭარაში – 131, იმერეთში – 309. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 283 პირი, მათგან თბილისში – 155, აჭარაში – 34, იმერეთში – 28.

599 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 411 – თბილისში, 103 – აჭარაში. 107 665 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 4 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 4, ხოლო აჭარაში – 0.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 591 936.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.03%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 28.49% ხოლო 7 დღის მანძილზე – 25.38%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 603 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 462 572.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 054 პირი ემსხვერპლა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები