ზელენსკი: “კალიბრის” რაკეტები უმწეოა ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ

უკრაინელების ბედი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ გარდა სხვა არავინ წარმართავს ჩვენს ცხოვრებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, “კალიბრის” რაკეტები უმწეოა უკრაინელების თავისუფლების წინააღმდეგ.

“ამ თავდასხმის მიზანი არის ზეწოლა. ზეწოლა თქვენზე, ძვირფასო მოქალაქეებო. ზეწოლა მთელ ჩვენს საზოგადოებაზე. ხაზს ვუსვამ: არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, არამედ ყველა უკრაინელზე. უკრაინელების ბედი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენს გარდა სხვა არავინ წარმართავს ჩვენს ცხოვრებას. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ, სიმართლე ჩვენთანაა. „კალიბრის“ რაკეტები უმწეოა ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები