დმიტრო კულება: ბოლოს ასეთი რამ ჩვენს დედაქალაქში 1941 წელს მოხდა, როდესაც ფაშისტური გერმანია დაგვესხა თავს

ბოლოს ასეთი რამ ჩვენს დედაქალაქში 1941 წელს მოხდა, როცა თავს ფაშისტური გერმანია დაგვესხა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს და რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ იერიშზე საუბრობს.

„საშინელი რუსული სარაკეტო თავდასხმა კიევზე. ბოლოს ასეთი რამ ჩვენს დედაქალაქში 1941 წელს მოხდა, როდესაც ფაშისტური გერმანია დაგვესხა თავს. უკრაინამ მაშინდელ ბოროტებაზე გაიმარჯვა და გაიმარჯვებს ახლაც. იზოლაციაში მოაქციეთ რუსეთი, გაწყვიტეთ ყველა კავშირი, ამოაგდეთ რუსეთი ყველაფრიდან“, – წერს დმიტრო კულება​ „ტვიტერზე“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები