ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი, ოსკაროსანი შონ პენი კიევში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი, ოსკაროსანი შონ პენი კიევში ჩავიდა.
„შონ პენი კიევში ჩამოვიდა მოვლენების აღსაბეჭდად, რათა მსოფლიოს უამბოს სიმართლე“ – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.