ლუკაშენკო, ამ წუთებში, ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. აღიარების საკითხს განიხილავს
ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში დგას.
როგორც ლუკაშენკომ ჟურნალისტებს უთხრა, „უახლოეს მომავალში ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც ჩვენ და რუსეთს დაგვჭირდება“.