ავიაკომპანია Malaysia Airlines-ი სახელწოდების შეცვლის საკითხს განიხილავს

სამთავრობო კომისია, რომელმაც ავიაკომპანიის საქმიანობა შეაფასა, მისი შემდგომი რესტრუქტურიზაციის მიზნით, კომპანიისთავის სახელის შეცვლის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამომცემლობა „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს. ბოლო ორი თვის მანძილზე ავიაკომპანია Malaysia Airlines-მა ორი ლაინერი დაკარგა.
პირველი რეისი MH370 კუალა-ლუმპურიდან პეკინში მიფრინავდა და დღემდე გაურკვეველია მისი ადგილმდებარეობა. მეორე MH17, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, რაკეტით დონეცკის ოლქში ჩამოაგდეს, რის შედეგადაც 298 ადამიანი დაიღუპა.
,,პირველი ლაინერის დაკარგვა ნეგატიურად აისახა ავიაბილეთების გაყიდვაზე, მეორე შემთხვევის დროს ეს მახასიათებელი კატასტროფულ ზღვარს მიუახლოვდა. მართალია, ექსპერტთა აზრით, ეს დროებითია, თუმცა უკუსვლის პროცესი მაინც დაწყებულია”,- ამ საკითხს სამთავრობო კომისიამ გაუსვა ხაზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები