დონეცკის ე.წ. ლიდერი აცხადებს, რომ დონბასში ომი მოკლე დროში დასრულდება

დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ე.წ. ლიდერი, დენის პუშილინი აცხადებს, რომ დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაცია მოკლე დროში დასრულდება.

ამის შესახებ მან “როსია 24”-ის ეთერში თქვა.

„მე შემიძლია, ვთქვა, რომ ეს ძალიან მალე დასრულდება… ჩვენი ქალაქები, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ქალაქები, ისინი განთავისუფლდებიან უახლოეს დროში“, – განაცხადა მან.

გამთენიისას რუსეთის პრეზიდენტმა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა.

დილიდან ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებში.

რუსების იერიშს 17 წლის მოზარდი ემსხვერპლა, არიან დაჭრილებიც, მათ შორის, ბავშვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები