ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი რუსეთს პასუხს აგებინებს უკრაინაზე გაუმართლებელი თავდასხმისთვის
ევროკავშირი რუსეთს პასუხს აგებინებს უკრაინაზე გაუმართლებელი თავდასხმისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმას უკრაინაზე. ამ ბნელ ჟამს ჩვენი ფიქრებით უკრაინასა და უდანაშაულო ქალებთან, მამაკაცებსა და ბავშვებთან ვართ. ისინი არაფრით პროვოცირებული თავდასხმის წინაშე აღმოჩნდნენ. კრემლს პასუხს ვაგებინებთ“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ 24 თებერვალს გამთენიისას დაიწყო. ზელენსკიმ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. უკრაინაზე თავდასხმები როგორც რუსეთის ასევე ბელარუსის ტერიტორიიდან მიმდინარეობს.