შალვა პაპუაშვილი: ამ რთულ დროს უკრაინის გვერდით ვდგავართ, მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

პაპუაშვილის თქმით, საქართველო უკრაინელების გვერდითაა.

„სამწუხაროდ, უკრაინაში ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები, რათა შეაჩეროს რუსეთი, რომ ქმედებები სრულმასშტაბიან კონფლიქტში არ გადაიზარდოს და უზრუნველყოს საერთაშორისო ნორმების დაცვა. ჩვენ ამ რთულ დროს უკრაინის გვერდით ვდგავართ“, – წერს პაპუაშვილი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები