ოლაფ შოლცი – ზელენსკის: გერმანია უკრაინის მიმართ სოლიდარულია

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს, – ინფორმაციას გერმანიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„კანცლერმა ოლაფ შოლცმა დაურეკა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და დაარწმუნა, რომ ამ რთულ დროს გერმანია უკრაინის მიმართ სოლიდარულია”, – აცხადებენ პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ 24 თებერვალს გამთენიისას დაიწყო. ზელენსკიმ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. უკრაინაზე თავდასხმები როგორც რუსეთის, ასევე, ბელარუსის ტერიტორიიდან მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები