უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ასევე, უკრაინის ლიდერმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სასწრაფო სხდომა მოიწვია.
მოსახლეობისადმი მიმართვაში ზელენსკიმ თქვა, “რუსეთი თავს დაესხა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურას და მესაზღვრეებს. აფეთქებები ისმოდა უკრაინის ბევრ ქალაქში. ჩვენ ვაცხადებთ საომარ მდგომარეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ერთი წუთის წინ მქონდა საუბარი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო საერთაშორისო მხარდაჭერის მომზადება”.
“დღეს საჭიროა თითოეული თქვენგანის სიმშვიდე. ჯარი მუშაობს, მუშაობს უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის მთელი სექტორი”, – დასძინა პრეზიდენტმა.