პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.

ამის შესახებ მან რუსებისადმი ტელემიმართვაში დღეს დილით თქვა.

გარემოებები მოითხოვს ჩვენგან გადამწყვეტი და დაუყოვნებელი ზომების მიღებას. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა დახმარების თხოვნით მიმართეს რუსეთს. ამასთან დაკავშირებით, გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ფედერაციის საბჭოს სანქციით და ფედერალური ასამბლეის მიერ რატიფიცირებული მეგობრობის ხელშეკრულებების და დონეცკთან და ლუგანსკთან  ურთიერთდახმარების შესაბამისად, მე გადავწყვიტე, ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, – თქვა პუტინმა.

პუტინის მტკიცებით, რუსეთის გეგმებში არ შედის უკრაინის ოკუპაცია, მაგრამ მოსკოვი ისწრაფვის მისი დემილიტარიზაციისკენ.

“ჩვენი მიზანია ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ შეურაცხყოფას, გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ და ამისთვის ჩვენ ვეცდებით უკრაინის დემილიტარიზაციას და დენაციფიკაციას, ასევე, პასუხისგებაში მივცეთ ისინი, ვინც მრავალი სისხლიანი დანაშაული ჩაიდინა მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების წინააღმდეგ“, – განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები