როგორ მოქმედებს ომი ბავშვებზე – 5 წლის უკრაინელი ბავშვი გაჭაღარავდა (ვიდეო და ფოტოკოლაჟი)

ლისიჩანსკელი 5 წლის ბავშვის ამბავმა შოკში ჩააგდო საზოგადოება. ბავშვი ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მიღებული სტრესისგან გაჭაღარავდა. 5 წლის უკრაინელი საშას ისტორიას ფეისბუქის გვერდზე მე-5 არხის მთავარი რედაქტორი ქრისტინა ბანდარენკო ყვება. ჟურნალისტის თქმით, ბავშვს ტერორისტები სასტიკად დასცინოდნენ, ისინი მას კვალდაკვალ ტყვიებს ესროდნენ.
„იცით, რას ნიშნავს, 5 წლის ასაკში გაჭაღარავდე?! ტერორისტები ნაძირალები არიან, საშა თქვენ გამო გაჭაღარავდა, თქვენ ესროდით მას და ყვიროდით: „ნახე, რა სწრაფია ეს პატარა“. ბიჭი შვიდი დღის განმავლობაში ვერ საუბრობდა“,- დაწერა რედაქტორმა.
ლისიჩანსკის განთავისუფლების შემდეგ ბინაში, სადაც საშა მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ნაციონალური გვარდიის სამხედროები გადასახლდნენ. მათ შორის ერთ-ერთი უკრაინელ ბავშვს დაუმეგობრდა და რთული პერიოდის გადალახვაში ეხმარება.
„ჭაღარის მოშორებაშიც მას ახალი საუკეთესო მეგობარი, ნაციონალური გვარდიის სამხედრო დაეხმარა. სწორედ მისი წყალობით ბავშვმა აიდგა ენა. მან ურჩია, ჭაღარა სხვა უფრო „ტენდენციური“ ვარცხნილობით ჩაენაცვლებინა, „ნოლზე“ გადაეპარსა. მაგრამ გაჩნდა სხვა პრობლემა, მას დაეწყო თმის ცვენა, ბავშვის პატარა თმები ყველგან არის მის სამოსზე, ხელებზე…“ – ყვება დათრგუნებული ქრისტინა ბანდარენკო.

322275

802168

497941

146609
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=X_ggnP6XMfQ#t=181″ width=”560″ height=”315″]

გრეტა სარქისოვა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები