ელისო ბოლქვაძემ მუნიციპალიეტეტების მერებთან ონლაინ შეხვედრა გამართა
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების კულტურის სფეროს განვითარების მომავალი 3 წლის სტრატეგია განიხილეს.
„ჩვენ ინტერაქტიულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუნიციპალიტეტების მერებთან კომუნიკაციას, რათა აქტიურად განვიხილოთ კულტურული პროექტები და დეტალურად გავეცნოთ მათ ხედვებს”, -განაცხადა ელისო ბოლქვაძემ. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს, აქტიურად ჩაერთონ კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობაში.