კულტურის კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე სახელოვნებო განათლების რეფორმის შესახებ იმსჯელეს
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმდინარე და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
„ვისაუბრეთ სახელოვნებო განათლების რეფორმის შესახებ. საბჭოს წევრებს უახლოეს მომავალში დაგეგმილი სახელოვნებო განათლების რეფორმის პრეზენტაციის შესახებ ინფორმაცია გავაცანი და მათი მოსაზრებები მოვისმინე”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.