„ხათუნა გოგალაძე შესაძლოა, უახლოეს პერიოდში დაკითხვაზე დაიბარონ“

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ხათუნა გოგალაძე შესაძლოა, უახლოეს პერიოდში დაკითხვაზე დაიბარონ. ამის შესახებ გაზეთი “ქრონიკა“ წერს. როგორც გამოცემა წერს, ხათუნა გოგალაძესთან გამოძიებას კითხვები, სავარაუდოდ, იმავე თემაზე ექნება, რა თემაზეც მისი მოადგილე ირაკლი ნოზაძე დაიკითხა.
“ხათუნა გოგალაძეს, შესაძლოა, მოხსნა არ აკმარონ და და მალე დაკითხვაზეც დაიბარონ. გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე ირაკლი ნოზაძე შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ორჯერ დაჰკითხა სისტემაში არსებული კორუფციული სქემების გამო. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ირაკლი ნოზაძეც დაიჭირონ, მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე და ათამდე მაღალჩინოსანიც ამ სამინისტროდან. არ არის გამორიცხული, გამოძიება ხათუნა გოგალაძესაც მიადგეს. საქმე ეხება ხე-ტყის უკანონო ჭრას. ყოველდღიურად ათასობით კუბური მეტრი სამასალე ხე-ტყე გაედინება საქართველოდან თურქეთისა და სომხეთის მიმართულებით და პატრონი არავინაა. გარდა ამისა, უამრავი არალიცენზირებული სამხერხაოა და არც მათი პატრონებისთვის მიუკითხებია ვინმეს“, -წერს გაზეთი „ქრონიკა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები