რატი იონათამიშვილი: NATO-ს ღია კარის პოლიტიკა უფრო ქმედით ნაბიჯებზე უნდა გადავიდეს, ასევე, დაჩქარდეს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში

ვფიქრობ, NATO-ს ღია კარის პოლიტიკა უფრო ქმედით ნაბიჯებზე უნდა გადავიდეს, ასევე, დაჩქარდეს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობამ მყისიერი და ეფექტური ნაბიჯები გადადგას.

“რუსეთი, თავისი აგრესიული პოლიტიკით, უპირისპირდება საერთაშორისო სამართალს და თავისუფალ სამყაროს, ამიტომ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობამ მყისიერი და ეფექტური ნაბიჯები გადადგას, რათა რუსეთმა გადაიხადოს ფასი და იძულებული იყოს, რომ დაიხიოს უკან. ვფიქრობ, NATO-ს ღია კარის პოლიტიკა უფრო ქმედით ნაბიჯებზე უნდა გადავიდეს, ასევე, დაჩქარდეს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში,” – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები