რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებში, სხვა პირებთან ერთად, მოხვდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი – მარია ზახაროვა, კრემლის პროპაგანდისტები – მარგარიტა სიმონიანი და ვლადიმერ სოლოვიოვი.
ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” წერს, თუმცა, ევროკავშირის სანქციების ადრესატი ფიზიკური და იურიდიული პირების ვინაობა დღეს გასაჯაროვდება.
სანქცირებულ პირებს ევროკავშირის სივრცეში აქტივებს გაუყინავენ, ევროკავშირის სივრცეში მოხვედრა და წევრი-ქვეყნების გავლით ტრანზიტიც აეკრძალებათ.
“რადიო თავისუფლების” წყაროების თანახმად, სიაში შეყვანილია სახელმწიფო სათათბიროს 351 დეპუტატი, ყველა მათგანმა ხმა მისცა დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. აღიარებას, ასევე, 24 ფიზიკურ და 3 იურიდიულ პირს (ბანკებს “როსია”, “პრომსვიაზბანკი” და ВЭБ).
ფიზიკურ პირთა სიაში შეყვანილია, კერძოდ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი – სერგეი შოიგუ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – ანტონ ვაინო, სამხედრო მაღალჩინოსნების დიდი ჯგუფი, ასევე, სახელმწიფო დუმის ვიცესპიკერი, პიოტრ ტოლსტოი.