ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის შემსწავლელი თემატური მოკვლევის ვადა კიდევ ერთი თვით გაგრძელდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის საკითხების შემსწავლელი თემატური მოკვლევის ჯგუფის გადაწყვეტილებით თემატური მოკვლევის ვადა 1 თვით გაგრძელდა.

პარლამენტის ინფორმაციით, თემატური მოკვლევა დასასრულ ეტაპზე გადავიდა, კერძოდ, მომზადდა მოკვლევის საბოლოო ანგარიში, რომლის ფარგლებშიც დამატებითი მუშაობა მიმდინარეობს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის გასაცემ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.

კომიტეტი თემატურ მოკვლევას შვედეთის მთავრობისა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ახორციელებს. თემატური მოკვლევა მიზნად ისახავს ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები