აშშ-მ უკრაინის ტერიტორიის დაბომბვაში რუსეთს ბრალი დასდო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები, რომლებიც, მათი განცხადებით, მოწმობს იმ ფაქტზე, რომ უკრაინის ტერიტორია რუსეთიდან იბომბება – იტყობინება „ინტერფაქს-უკრაინა“.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ სწორედ ეს თემა განიხილა ორშაბათს ღამით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას.
„სახელმწიფო მდივანმა ქერიმ მინისტრ ლავროვისაგან უკრაინელი სეპარატისტებისთვის მძიმე ტექნიკის მიწოდება და ასევე უკრაინისთვის თავისი ტერიტორიიდან საარტილერიო და სარაკეტო დარტყმების მიყენება მოითხოვა“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ამის გარდა, ქერიმ „არ მიიღო მინისტრ ლავროვის უარყოფა იმის თაობაზე, რომ რუსეთის მძიმე შეიარაღება არ ერთვება კონფლიქტში“.
როგორც სააგენტო იუწყება, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ცეცხლის ორმხრივ შეწყვეტას OSCE -ს (Organization for Security and Co-operation in Europe – უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ევროპაში) კონტროლის ქვეშ, ასევე მხარს უჭერს რეის МН17-ის (მალაიზიური ბოინგი) კატასტროფის საერთაშორისო გამოძიებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით კი, ლავროვმა და ჯონ ქერიმ მხოლოდ დონბასში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და დაპირისპირებულ ძალებთან მოლაპარაკებების თაობაზე იმსჯელეს.
01

02

03

04

მომზადებულია interfax.com.ua – ს მასალების მიხედვით

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები