“დროა, გავაერთიანოთ ხელისუფლების ყველა შტო, ქვეყნის ყველა პოლიტიკური და სოციალური ძალა” – ტიმოშენკო ზელენსკის მიმართავს

უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი, პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი, იულია ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს, გააერთიანოს ხელისუფლების ყველა შტო, ქვეყნის ყველა პოლიტიკური და სოციალური ძალა ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად და შესანარჩუნებლად.

ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, “რუსეთის მიერ დონბასის აღიარება და რუსული ჯარების უკრაინაში შეყვანა არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების, გაერო-ს წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და ბუდაპეშტის მემორანდუმის – ცინიკური დარღვევა. ეს არის ომის ღია გამოცხადება დამოუკიდებელ, ევროპულ, მშვიდობიან სახელმწიფოსთვის. ეს არის საერთაშორისო ვანდალიზმის ლეგალიზაცია.

მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ ასეთ გიჟურ გადაწყვეტილებებს არ შეუცვლია მთავარი: დონბასი არის უკრაინა, ყირიმი – უკრაინაა. ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა არსებული საშუალებით.

მაგრამ ის, რაც დღეს უკრაინაში მოხდა, არის დარტყმაა მთელი დემოკრატიული, ცივილიზებული სამყაროსთვის. ან მსოფლიო დაუყოვნებლივ და მკაცრ რეაგირებას მოახდენს და შეაჩერებს ამ აგრესიას, ან იქნება განაჩენი ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოების სისტემაზე, განაჩენი არსებული საერთაშორისო წესრიგისთვის. ყველა წააგებს.

დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა რეალური, ძლიერი და ეფექტური საერთაშორისო რეაგირება, რადგან ოკუპანტების დასჯის კიდევ ერთი იმიტაცია, კოლექტიურ ქმედუუნარობას დაემსგავსება.

მოვუწოდებ, მთელ დემოკრატიულ, ცივილიზებულ სამყაროს, მობილიზებისა და რეალური სიძლიერის დემონსტრირებისა და საერთო ღირებულებების დაცვისკენ.

მივმართავ იმ სახელმწიფოების ლიდერებს, რომლებიც, ბუდაპეშტის მემორანდუმით, უკრაინას მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტიას იძლეოდნენ (გარდა აგრესორი ქვეყნისა): დადგა, სიმართლის დრო. დროა, მოქმედებით დაამტკიცოთ, რომ თქვენი გარანტიები არის ნამდვილი და უზრუნველვყოთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობის დაბრუნება. პირველი ნაბიჯი, უნდა იყოს დასავლეთის საელჩოების დაბრუნება კიევში, და თქვენი დამკვირვებლების დაბრუნება ეუთოს სპეციალურ სადამკვირვებლო მისიაში დონბასში.

მივმართავ უკრაინის პრეზიდენტს: დროა, გავაერთიანოთ ხელისუფლების ყველა შტო, ქვეყნის ყველა პოლიტიკური და სოციალური ძალა ჩვენი დამოუკიდებლობის დასაცავად და შესანარჩუნებლად. ამ უკიდურესი საფრთხის დროს, ჩვენ ყველას გვჭირდება “ეროვნული ერთიანობის ქვეყანა” – ძლიერი არმიით, ძლიერი ეკონომიკით, ერთიანი საზოგადოებით.

ჩვენთვის, უკრაინელებისთვის ჭეშმარიტების დრო დადგა. ვალდებულები ვართ, მტკიცედ ვიდგეთ. და ჩვენ ძლიერები გამოვალთ. ჩვენ გამოვძვრებით. დიდება უკრაინას!”,- წერს იულია ტიმოშენკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები