ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენი დროის გმირის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დღეა – პატივს მივაგებ მის ნათელ ხსოვნას

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაცვლილი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაურის შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

“დღეს ჩვენი დროის გმირის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დღეა. Მთელს ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ მის ნათელ ხსოვნას.

სამშობლოსათვის მისი თავდადება ის მაგალითია, რომელზეც არაერთი თაობა აღიზრდება”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაში დამნაშავე ყველა პირი მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს.

“Ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაში დამნაშავე ყველა პირი”, – წერს პრემიერი.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 4 წელი გავიდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები