ვგმობ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა.
“ვგმობ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას. ის ანადგურებს ძალისხმევას, რომელიც კონფლიქტის გადაჭრისთვის იყო მიმართული და არღვევს მინსკის შეთანხმებებს. ნატო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
მოვუწოდებთ მოსკოვს, შეაჩეროს კონფლიქტის გაღვივება და აირჩიოს დიპლომატიის გზა,” – წერს სტოლტენბერგი “ტვიტერზე”.