იაპონიამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
იაპონია სანქციების პირობების გაზრდას უკრაინაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე აპირებს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა ესიხიდე სუგამ განაცხადა.
სანქციების ახალი პაკეტი რუსი ოლიგარქების და პოლიტიკოსების აქტივების გაყინვას და იაპონიის ტერიტორიაზე კომერციული საქმიანობის შეჩერებას ითვალისწინებს. სანქციები შეეხო იმ პირებს, რომლებიც უკრაინაში უშუალოდ დაკავშირებულნი არიან დესტაბილიზაციის შექმნაში და სეპარატისტებთან თანამშრომლობაში.