სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, პროექტ ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის” ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გამართა.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ.
,,აღნიშნულ ორგანიზაციასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, ჩვენთვის პრიორიტეტულია ამ თანამშრომლობის გაღრმავება, ვინაიდან არასამთავრობო სექტორის გამოცდილების გაზიარება საჯარო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.
აქტივობის მიზანი საჯარო პოლიტიკაში სამოქალაქო საზოგადოების როლის ზრდის ხელშეწყობას. მსგავსი შეხვედრები გაიმართება იმერეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში. შეხვედრები ტარდება პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის” ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.