“შემოდგომაზე ირაკლი ალასანია დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს დაიწყებს“

ყოფილი პარლამენტარი ვალერი გელბახიანი არ გამორიცხავს, რომ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უახლოეს პერიოდში თავად გახდეს პოლიტიკური სიტუაციების მაპროვოცირებელი. როგორც გელბახიანი გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს, ალასანია დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის დაწყებას გეგმავს. გელბახიანი მარგველაშვილი – ალასანიას ტანდემში მოქმედებასაც არ გამორიცხავს. მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ მარგველაშვილს პარლამენტში საყრდენი პოლიტიკური ძალა ეგულება. მისი ვარაუდით, ეს ძალა შეიძლება ალასანია და მისი პოლიტიკური ფრთა იყოს.
“არ გამოვრიცხავ, რომ შემოდგომაზე ალასანია თავად გახდება პოლიტიკური სიტუაციების მაპროვოცირებელი და დაიმახსოვრეთ, რომ ის დაიწყებს დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს. სხვათა შორის, გეტყვით, რომ არ მომწონს პრეზიდენტის ტონი, როცა მინისტრების წარდგენაზე განაცხადა, – გითმობთ, მაგრამ თითს გიქნევთო… ეს ნიშნავს, რომ ამ პროცესისთვის ისიც ემზადება. მე რომ არ ვხედავდე ალასანია – მარგველაშვილის ტანდემში თამაშს, ამასაც არ ვიტყოდი. მარტოკაცი ასეთ ტონში ლაპარაკს ვერ ბედავს. როგორც ჩანს, მარგველაშვილს პარლამენტში ეგულება საყრდენი პოლიტიკური ძალა, სავარაუდოდ, ეს ძალა შეიძლება იყოს ალასანია და მისი პოლიტიკური ფრთა. არ გამოვრიცხავ, რომ ისინი გადავლენ მოქმედებებზე. ვვარაუდობ, რომ პროცესები ნოემბრიდან გააქტიურდება“, -აცხადებს გელბახიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები