როგორია კოვიდსტატისტიკა თბილისსა და რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 400 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 323 შემთხვევა, აჭარა – 611, იმერეთი – 1 440, ქვემო ქართლი – 511, შიდა ქართლი – 464, გურია – 344, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 661, კახეთი – 723, მცხეთა-მთიანეთი – 157, სამცხე-ჯავახეთი – 122, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 44.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 144 477 საიდანაც:
• 5 633 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 320, აჭარაში – 627, იმერეთში – 1 038.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 254 პირი, მათ შორის, თბილისში – 483, აჭარაში – 142, იმერეთში – 376. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში – 166, აჭარაში – 39, იმერეთში – 26.
• 932 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 617 – თბილისში, 168 – აჭარაში.
• 137 912 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 12 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 12, ხოლო აჭარაში – 0.