კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 6 242, იმერეთში – 1 887, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 937

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 13 288 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 6 242 შემთხვევა, აჭარაში – 843, იმერეთი – 1 887, ქვემო ქართლში – 656, შიდა ქართლში – 799, გურიაში – 476, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 937, კახეთში – 803, მცხეთა-მთიანეთში – 341, სამცხე-ჯავახეთში – 213, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში – 91.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 153 881 საიდანაც: 5 703 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 309, აჭარაში – 661, იმერეთში – 1 086.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 256 პირი, მათ შორის, თბილისში – 474, აჭარაში – 139, იმერეთში – 385. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში – 168, აჭარაში – 37, იმერეთში – 26.

964 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 641 – თბილისში, 175 – აჭარაში.

147 214 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

თბილისის საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 16 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები