ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს 5 ადამიანი ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 305 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვირუსის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში 5 ადამიანი გარდაიცვალა, 39 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დე ფაქტო აფხაზეთში ინფიცირების 50 186 შემთხვევა აღრიცხეს, გამოჯანმრთელდა 41 706 პირი, გარდაიცვალა 633 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები