თამარ ლილუაშვილი ბულგარეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ბულგარეთში საქართველოს ელჩმა, თამარ ლილუაშვილმა ბულგარეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ვენცისლავა ლიუბენოვასთან შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დონეზე არსებული აქტიური თანამშრომლობა, ისევე – როგორც საქართველოსა და ბულგარეთის პარლამენტებს შორის ვიზიტების ურთიერთგაცვლის შესაძლებლობა.
ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების თაობაზე.
ვენცისლავა ივანოვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე – როგორც ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების მიმართ ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერა.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე განხილული იქნა რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები და გლობალური თემები.