“რეანიმაციაში ადგილი საერთოდ არ გვაქვს” – ბოჭორიშვილის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

რეანიმაციაში ადგილი საერთოდ არ გვაქვს. თერაპიული და პედიატრიული განყოფილებები ძალიან დატვირთულია, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია გოლიაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტების დიდ ნაწილს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული არ აქვს.

„მათი დიდი ნაწილი, რამდენადაც ვიცი, ვაქცინირებული არ არის. 20 პაციენტიდან ერთია ვაქცინირებული. ვაქცინა გვიცავს სიკვდილისგან. თუკი 100 კვდება არავაქცინირებული და 1 კვდება ვაქცინირებული, სხვაობას ვერ ვხედავთ?“, – აცხადებს ლია გოლიაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები