საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია ბიზნესმენსა და მეცენატს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ფასდაუდებელია მისი წვლილი ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის საქმეში.
მისი თქმით, სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯები უდავოდ ღირსეულ ადგილს დაიდებს უახლოეს ისტორიაში.
„ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, უდიდეს ქველმოქმედს, დაბადების დღეს. ფასდაუდებელია მისი წვლილი ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის საქმეში. სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის მის მიერ გადადგმული ნაბიჯები, უდავოდ ღირსეულ ადგილს დაიდებს უახლოეს ისტორიაში“, – წერს გიორგი გამსახურდია.