ირაკლი კობახიძე – 10.6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე: ჩვენ ეს მოვახერხეთ

ჩვენ ეს მოვახერხეთ – ეკონომიკური ზრდა იყო 10.6%. ამოვედით იმ ნიშნულიდან, რომელიც პანდემიის გამო მივიღეთ და კიდევ უფრო წინ წავედით. რა თქმა უნდა, ესეც არ არის საკმარისი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე საქსტატის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული ეკონომიკური ზრდა არაა საკმარისი, რადგან სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში კვლავ მძიმეა.

„პირველ ყოვლისა, უნდა დაზუსტდეს ის, რომ, 2004-2012 წლის სტატისტიკით, წინა მმართველობის პერიოდში საქართველოს მოსახლეობა 200 ათასით შემცირდა. რაც შეეხება 2012 წლიდან დღემდე პერიოდს, მოსახლეობის რაოდენობა 10 ათასითაა გაზრდილი. ეს მცირე მაჩვენებელია, მაგრამ ზრდა არის. მოვახერხეთ კლების შეჩერება.

რაც შეეხება ეკონომიკურ ვითარებას, უმძიმესი ერთი წელი გვქონდა და ეკონომიკის ვარდნა იყო -6,5%. ასეთ ვითარებაში უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, ხელფასი. 2020 წელს გავეცით წინასაარჩევნო დაპირება, რომ ხელისუფლების ყველა ნაბიჯი ამ ვითარების აღდგენას და პანდემიამდე არსებული ნიშნულის დაბრუნებას მოემსახურებოდა. ჩვენ ეს მოვახერხეთ. ეკონომიკური ზრდა იყო 10.6%. ამოვედით იმ ნიშნულიდან, რომელიც პანდემიის გამო მივიღეთ და კიდევ უფრო წინ წავედით. რა თქმა უნდა, ესეც არ არის საკმარისი. სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ მძიმეა. ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით, 20% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ეს ყველა ქალაქსა და რეგიონს ეხება. ჩვენი მთავარი ამოცანა ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება უნდა იყოს, რაც ყველა რეგიონსა და ქალაქზე უნდა აისახოს. ასეთ თემებზე, რომელიც ეკონომიკურ განვითარებას უკავშირდება, მუშაობს მთავრობა და ყველა კითხვაზე პასუხი ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები