უკრაინის არმიამ სტრატეგიულ სიმაღლე ,,საურ-მაგილაზე” კონტროლი დააწესა

უკრაინის ეროვნულმა არმიამ კონტროლი დააწესა სტრატეგიულ სიმაღლეზე ,,საურ-მაგილაზე”, ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. აღნიშნული ტერიტორია ლუგანსკის საზღვართან ახლოს მდებარეობს, სადაც ის როსტოვის ოლქს ემიჯნება. სწორედ ამ სიმაღლიდან ახორციელებდნენ „ბოევიკები“ საზენიტო და საარტილერიო გასროლებს. სიმაღლის დაკავების შესახებ ოფიციალურად განაცხადა გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვიქტორ მუჟენკომ. რამდენიმე კვირის წინ უკრაინის ავიაციამ არაერთხელ დაბომბა ,,საურ-მაგილის” სიმაღლე, თუმცა უშედეგოდ. სეპარატისტები იქიდან საარტილერიო შეტევებს კვლავ ახორციელებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები