იაგო ხვიჩია – ბადრი ჯაფარიძეზე: თუ არ აჰყვება “ნაცმოძრაობას”, დეპუტატობის შანსი აქვს
დრო არ უნდა დახარჯოს „მარშალის გეგმაზე“ და სხვა უცნაურ რაღაცებზე, ან „ნაციონალურ მოძრაობაზე“ აყოლაზე. ხალხის დაინტერესება რითაც შეიძლება, ეს არის უსამართლობის ჩვენება. თუ ეს გამოუვა, მგონი, დეპუტატობის შანსი აქვს, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„დრო არ უნდა დახარჯოს „მარშალის გეგმაზე“ და სხვა უცნაურ რაღაცებზე, ან „ნაციონალურ მოძრაობაზე“ აყოლაზე. ხალხის დაინტერესება რითაც შეიძლება, ეს არის უსამართლობის ჩვენება. თუ ეს გამოუვა, მგონი, დეპუტატობის შანსი აქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების გარეშე შუალედური არჩევნების მოგება გაუჭირდება, მაგრამ იმისთვის, რომ სხვა მხარდამჭერებიც მოიპოვოს, ხაზი მის ერთობას კი არ უნდა გაუსვას, არამედ იმ უსამართლობას, რაც პარლამენტიდან მის გაშვებას უკავშირდება“, – განაცხადა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებით 4 დეპუტატს მანდატი შეუწყდა, მათ შორის, “ლელოს” ლიდერს – ბადრი ჯაფარიძესაც. მოგვიანებით, პარტიამ განაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე იქნება. საუბარია ჯაფარიძის საერთო ოპოზიციურ კანდიდატად წარდგენაზეც.