ბიზნესმენი ნუგზარ ალუღიშვილი „ტვ პირველის“ ჟურნალისტებ უჩივის.
როგორც ბიზნესმენის ადვოკატის გიორგი ქიშმარიას არგუმენტებსა და სასარჩელო მოთხოვნაში წერია, –„საქართველოში უნდა დასრულდეს საბჭოთა ყაიდაზე დაფუძნებული ცილისმწამებლური და აგრესიული ჟურნალისტიკა“.
ადვოკატი დეტალურად საუბრობს იმ პრობლემებზე, რის გამოც, ბიზნესმენი იძულებული გახდა, ტელეკომპანიის ორი ჟურნალისტის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაეწყო.
„უპირველეს ყოვლისა გვსურს გამოვეხმაუროთ ჟურნალისტ ნოდარ მელაძის მიერ ატეხილ ყოვლად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ აჟიოტაჟს რომელიც ეხება ბატონი ნუგზარ ალუღიშვილის მიერ წარმოდგენილ სარჩელს ტელეკომპანია პირველის, ნოდარ მელაძის და მაკა ანდრონიკაშვილის წინააღმდეგ. ზემოთაღნიშნული სარჩელის საფუძველია 2021 წლის 25 დეკემბერს ტელეკომპანია პირველში გასული ე.წ ჟურნალისტური გამოძიება ნოდარ მელაძი გადაცემაში, გასული სიუჟეტი, რომელიც გაჯერებული იყო სიცრუით და ცილისწამებების კასკადით, წარმოუდგენელი აგრესიით და სიძულვილის ენით ალუღიშვილების ოჯახისა და მათი ათეულობით წლების განმავლობაში შექმნილი კეთილსინდისიერი სამეწარმეო საქმიანობის მიმართ. სარჩელი შედგენილია და ნაკარნახევია საუკეთესო სამართლებრივი პრაქტიკით რომელიც დამკვიდრებულია მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში და დასაბუთებულია ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული ცნობილი გადაწყვეტილებებით. დროა საქართველოში დასრულდეს აგრესიული და ცილისმწამებლური ჟურნალისტიკა და დამკვიდრდეს ჭეშმარიტი ევროპული და დემოკრატიული ღირებულებები. სამართლებრივ სახელმწიფოში ყველა თანასწორია განურჩევლად იმისა ვინ არის ჟურნალისტი ,ადვოკატი თუ თანამდებობის პირი და ა.შ. საქართველოში ზოგიერთი ჟურნალისტთა კორპუსის წარმომადგენელი მიეჩვია იმას, რომ დღეს დაგინგრევს კარიერას, ბიზნეს, ოჯახს, გაგაშავებს მილიონით ადამიანის წინაშე და ამ ყველაფერზე უბრალოდ პასუხის გაცემა არ სურთ სამართლიანი სასამართლოს პირობებში.
დიახ ჟურნალისტების გარკვეული ნაწილი და ზოგიერთი მედია მფლობელები იყენებენ მედია რესურსებს არაგონივრულად, მორალური და მატერიალური ზიანის მისაყენებლად მათთვის არასასურველი პირების წინააღმდეგ, ამით საზოგადოებაში ამკვიდრებენ აგრესიულ და სიცრუეზე დაფუძნებულ ჟურნალისტიკას რომლითაც საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში. განვმარტავთ რომ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავშირება ბატონ ალუღიშვილთან ეს არის სრულიად დაუსაბუთებელი და ამორალური რომელიც ტელეკომპანია პირველის მიერ პოლიტიკური დღის წესრიგით არის ნაკარნახევი.
ჩვენი საადვოკატო ოფისი წარმოდგენილია ევროპის არაერთ ქვეყანაში და იცავს ასეულობითი ცნობილი კომპანიის ინტერესებს და მათ შორის ბატონი ალუღიშვილის რომელსაც ვემსახურებოდით და სამართლებრივ კონსულტაციებს ვუწევდით 2012 წლამდეც.
2021 წლის 25 დეკემბერს გასული ცილისმწამებლური სიუჟეტი, არგუმენტებდაცლილი და სრულიად დაუსაბუთებელია. ჩვენ ვართ ის საერთაშორისო საადვოკატო ბიურო რომელიც რამოდენიმე კვირა ვუკავშირდებით “ტელეკომპანია პირველს”, თუმცა სრულიად უშედეგოდ.
დღევანდელ “ტელეკომპანია პირველში” კიდევ ერთ სიუჟეტთან და გაუგონარ სიგიჟესთან დაკავშირებით განვმარტავთ რომ ნუგზარ ალუღიშვილი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა 2000 წლიდან და ის არასდროს ყოფილა რომელიმე ხელისუფლებასთან დაკავშირებული ან აფილირებული პირი. რაც შეეხება მის კავშირს პრემიერის ოჯახთან ეს უბრალოდ აბსურდია და ეს გახლავთ ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტების მიერ გამოგონილი სიცრუე და იაფფასიანი პროპაგანდა. პრემიერის ოჯახთან ნაცნობობა არანაირად არ ნიშნავს მასთან ერთად სამეწარმეო საქმიანობას. მით უფრო როცა დედოფლისწყარო ძალინ მცირე რაიონია და ყველა მაცხოვრებელი ერთმანეთს იცნობს. ჩვენ ტელეკომპანია პირველს და უშუალოდ ნოდარ მელაძეს მივმართეთ თხოვნით რომ მოეხდინათ ჩვენი ადვოკატების ჩაწერა სიუჟეტში რამეთუ არ დარღვეულიყო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიით განსაზღვრული ფუნდამენტური სტანდარტები,არ მოხდარიყო სიუჟეტის არაობიექტურად გავრცელება და ფაქტების არასწორი გაშუქება დამახინჯება თუმცა სრულიად უშედეგოდ. მნიშვნელოვანია რომ ჟურნალისტები კერძო საკუთრებაში შეუვარდნენ ბატონ ნუგზარ ალუღიშვილს რომელიც საწოლში იწვა იმ მომენტისათვის, რითაც მოხდა პირადი ცხოვრების ხელყოფა და დაირღვა კერძო საკუთრების ფუნდამენტური უფლებები.
ტელეკომპანია პირველში დღევანდელ კიდევ ერთ მორიგ სიცრუითა და ცილისწამებით გაჯერებულ სიუჟეტზე მოვითხოვთ:
დაუყონებლივ ჩვენს ჩაწერას მოცემულ საკითხზე, რადგანაც ნუგზარ ალუღიშვილს არ მიეცა შესაძლებლობა ფაქტებისა და მტკიცებულებების სრულად გადაცემის რაზეც უარი განაცხადა ტელეკომპანია პირველმა 2021 წლის დეკემბერში;
2 . მოვითხოვთ ფაქტების სამართლიანად და ზუსტად აღწერას და არა მტკიცებულებების გარეშე როგორიც დღეს გააკეთა კიდევ ერთხელ ტელეკომპანია პირველმა;
3 . მოვითხოვთ შეწყდეს ნუგზარ ალუღიშვილის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარი ტელეკომპანია პირველის მიერ და პატივი სცეს მისმა ჟურნალისტებმა ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს , ასევე საკუთრების უზენაეს უფლებას;
ჩვენ მოცემულ საქმეზე მივმართეთ უკვე სასამართლოს სადაც მოვითხოვეთ პატივისა და ღირსების შელახვისათვის , ასევე საქმიანი რეპუტაციისა და კერძო საკუთრების ხელყოფისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. მსგავსი ჟურნალისტური გამოძიება ცდება ყველანაირ სტანდარტს და მორალურ ჩარჩოებს. ეს ე.წ ჟურნალისტური გამოძიება ყველანაირ ფსკერს ქვემოთაა. ფაქტია ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და სიცრუის ტირაჟირება რომელიც დაცლილია ყოველგვარი ადამიანური ღირებულებებისგან.
ამასთანავე ვაპირებთ სარჩელის დაზუსტებას და ზიანის ნაწილში მოთხოვნის გაზრდას რადგანაც გრძელდება აგრესიული და სიცრუეზე დაფუძნებული სიუჟეტების მომზადება და გავრცელება საზოგადოებაში.
დეტალურად გვსურს მივაწოდეთ საზოგადოებას იმ ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლიობა რომლითაც სასამართლომ ჩვენი სარჩელი მიიღო წარმოებაში. 2021 წლის 25 დეკემბერს ტელეკომპანია პირველზე ჟურნალისტ ნოდარ მელაძის საავტორო გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი” საღამოს 21:00 საათზე, გავრცელდა არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი, მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, მოსარჩელის სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებები და ცილისმწამებლური სიუჟეტი სათაურით – “ირაკლი ღარიბაშვილის მოურავები”, სადაც აღწერილია, რომ თითქოს დედოფლისწყაროში მოღვაწე ბიზნესმენი – ნუგზარ ალუღიშვილი, გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ოჯახის გარემოცვის წევრი და მისი ბიზნესის ფაქტობრივი მფლობელი. სიუჟეტის ეთერში გასვლამდე, მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა კადრები ტელეკომპანია პირველზე და ანონსი, სადაც პირდაპირ და მტკიცებით ფორმაში ხაზგასმული იყო იმ ფაქტზე, რომ ნუგზარ ალუღიშვილმა ბოლო წლების განმავლობაში დააგროვა ქონება, (სიუჟეტში ცალსახად საუბარია მმართველი პარტიისა და მოქმედი პრემიერის შესახებ) და მტკიცებით ფორმატშია საუბარი, რომ ბატონი ნუგზარ ალუღიშვილი გახლავთ ქონების ფაქტობრივი მფლობელი და მოქმედი პრემიერის მოურავი, ხოლო რეალური ქონების მესაკუთრე გახლავთ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ოჯახი.
სიუჟეტი გამოირჩეოდა შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით, ცნობილი მეწარმის – ნუგზარ ალუღიშვილის მიმართ, კერძოდ ჟურნალისტი არაერთხელ იხსენებს ნუგზარ ალუღიშვილს, როგორც ბიზნესის ფიქტიურ მფლობელს, პრემიერის მოურავს და ცნობილი მეწარმის მიმართ იყენებს ისეთ გამონათქვამებს როგორიცაა “ნუგზარ ალუღიშვილი, ანუ იგივე უცხოპლანეტელი”. რა თქმა უნდა. აღნიშნული ქმედება და გამონათქვამები, რომელსაც ისმენს საზოგადოება არის უკიდურესად დამაზიანებელი და ზოგადად მაღალი ფასეულობების მქონე ობიექტური და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკისთვის შეუსაბამო და არაადექვატური სტანდარტია. ცალსახად ადამიანის დამცირებად და შეურაწხყოფად განიხილება მის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების, ცილისწამების ნიაღვარი, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები და მისი საზოგადოებისათვის მიწოდება და გავრცელება მასმედიით, რომელსაც ასობით ათასი მაყურებელი ჰყავს. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ჟურნალისტ – მაკა ანდრონიკაშვილის მიერ გამოგონილი ზედმეტსახელია ე.წ “უცხოპლანეტელი” ნუგზარ ალუღიშვილთან მიმართებაში და მას რეალობასთან არაფერი აკავშირებს და ეს მხოლოდ უბრალოდ ჟურნალისტის ფანტაზიის ნაყოფია. ყოველივე ამით კი, უდიდესი მატერიალური, მორალური და რეპუტაციულ ზიანი მიადგა ნუგზარ ალუღიშვილს ტელეკომპანია პირველისაგან, გადაცემის ავტორ – ნოდარ მელაძისაგან და სიუჟეტის ავტორ – მაკა ანდრონიკაშვილისგან.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სრულიად გაუგონარია მსგავსი ფაქტი ევროპულ ყაიდაზე დაფუძნებული ობიექტური ჟურნალისტიკისათვის თუმცა აქ საუბარია იმ სიუჟეტის ავტორზე, რომელმაც მინიმალური ობიექტური კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა. განვმარტავთ, რომ ბატონი ნუგზარ ლუღიშვილი არის კეთილსინდისიერი მეწარმე და მან ეს “ბიზნეს იმპერია”, როგორც “ტვ პირველი” უწოდებს შექმნა საკუთარი შრომით წლების განმავლობაში. აღნიშნული სიუჟეტი არის ცილისმწამებლური, სუსტი, არგუმენტებდაცლილი და სრულიად დაუსაბუთებელი.
ჩვენ მივწერეთ “ტვ პირველს” სიუჟეტის გასვლამდე რამოდენიმე კვირით ადრე. ამაზე ინფორმაცია მივაწოდეთ ასევე “ტვ პირველის” ჟურნალისტ – ლიკა ჯანყარაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ უკვე დაუკავშირდა გადაცემის ავტორს და მიაწოდა ინფორმაცია. მოცემულ საქმეზე საუბარი შედგა უშუალოდ მოსარჩელის წარმომადგენელ, ადვოკატ – გიორგი ქიშმარიასთანაც. ჩვენ რამოდენიმე კვირის განმავლობაში ვითხოვდით ჩაწერას ნუგზარ ალუღიშვილის სიუჟეტთან დაკავშირებით, რათა კონკრეტული მტკიცებულებები წარგვედგინა და კომენტარის გაგვეკეთებინა. “ტვ პირველის” სიუჟეტთან დაკავშირებით დამატებით განვმარტავთ, რომ ნუგზარ ალუღიშვილი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა 2000 წლიდან და ის არასდროს ყოფილა რომელიმე ხელისუფლებასთან დაკავშირებული ან აფილირებული პირი. რაც შეეხება მის კავშირს პრემიერის ოჯახთან ეს უბრალოდ აბსურდია და “ტვ პირველის” და მისი ჟურნალისტების მიერ გამოგონილი სიცრუეა. პრემიერის ოჯახთან ნაცნობობა არანაირად არ ნიშნავს მასთან ერთად სამეწარმეო საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ დედოფლისწყარო ძალიან მცირე რაიონია, სადაც ყველა მაცხოვრებელი ერთმანეთს იცნობს.
როგორც მოგახსენეთ მივმართე თხოვნით “ტვ პირველს”, მოეხდინა გიორგი ქიშმარიას, როგორც ნუგზარ ალუღიშვილის ადვოკატის ჩაწერა, რათა არ დარღვეულიყო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიით განსაზღვრული ფუნდამენტური სტანდარტები, არ მოხდარიყო სიუჟეტის არაობიექტურად გავრცელება და ფაქტების არასწორი გაშუქება და დამახინჯება, თუმცა სრულიად უშედეგოდ. “ტვ პირველისგან” სრულად მოხდა მისი, როგორც ადვოკატისა და ნუგზარ ალუღიშვილის ინტერესების დამცველის იგნორირება. გადაცემის ეთერში გასვლამდე უშუალოდ გიორგი ქიშმარია დაუკავშირდა ბატონ ნოდარ მელაძეს და ითხოვა მიეცათ ეთერი, კომენტარის გასაკეთებლად, რათა კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პასუხის გაგვეცა, რაზეც მან უარი განაცხადა და უწოდა დესტრუქციული. გარდა ამისა, როდესაც გიორგი ქიშმარიამ თავი წარუდგინა ნოდარ მელაძეს, როგორც ადვოკატი, რომელიც წარმოადგენდა საერთაშორისო საადვოკატო კომპანიას და იყო ამერიკული საინვესტიციო კომპანიის შპს “გრინ კაპიტალისა” და ამერიკული ნავთობ-კომპანიის საოპერაციო კომპანიის – შპს “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” ადვოკატი, მან დაიწყო სრული ისტერიკა, უსაფუძვლო ბრალდებები, თითქოს იგი ახდენდა სიუჟეტის ავტორზე ზეგავლენას ამერიკული კომპანიის სახელით.
ამაზე ჩვენ გავეცით სათანადო პასუხი, თუმცა მან ტელეფონი გამორთო. ნოდარ მელაძესა და გიორგი ქიშმარიას შორის არაერთი მიმოწერა განხორციელდა, რითიც დავუდასტურეთ, რომ ვიყავით ადვოკატები, გვსურდა ჩაწერა გადაცემაში, ასევე ხაზგასმით განუმარტეთ, რომ ამერიკული კომპანიის სახელით მომართვა უბრალოდ თავის შეხსენება იყო და იმის მტკიცება, რომ არ ვიყავით ტელეკომპანიის მიმართ და უშუალოდ მის მიმართ უარყოფითად განწყობილები. აღნიშნულზე ბატონი მელაძისგან გაგრძელდა ისევ იმავე ტონალობაში საუბარი. მან უარი განაცხადა ადვოკატების ჩაწერაზე, რითიც ყველანაირი ჟურნალისტური სტანდარტი დაარღვია. ნოდარ მელაძემ ასევე გადაცემის დაწყებამდე აღნიშნა, რომ მას დაუკავშირდა ადვოკატი მოცემულ საქმეზე და იმიტომ არ მისცა ჩაწერის საშუალება, რომ არ მოეხდინა დალაგებული საუბარი ჟურნალისტთან, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მის სუბიექტურ დამოკიდებულებას, რომ მისი ძირითადი აქცენტი პოლიტიკური ქვეტექსტებით გაჯერებული, სიცრუეზე დაფუძნებული ჟურნალისტიკაა.
სასამართლოს განვუმარტავ, რომ “ტვ პირველის” ჟურნალისტები კერძო საკუთრებაში შეუვარდნენ დილის საათებში ბატონ ნუგზარ ალუღიშვილს, რითაც კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა დაარღვიეს. ასევე ეს ფაქტი გახლავთ პირადი ცხოვრების ხელყოფა, რომელიც არის სისხლის სამართლის დანაშაული. მოგახსენებთ, რომ ადგილზე, სადაც სიუჟეტი მომზადდა, ცხოვრობს ნუგზარ ალუღიშვილი და მისი ოჯახი. სამი კვირაა ვუკავშირდებით “ტვ პირველს” თუმცა კვალიფიციური პასუხი არავინ გაგვცა ზემოაღნიშნულ სიუჟეტზე, რაც არის ცალსახა მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება ფაქტების არაობიექტური და ცალმხრივი გაშუქება ბატონი მელაძის მიერ თავის საგამოძიებო გადაცემაში. მსგავსი ჟურნალისტური გამოძიება ცდება ყველანაირ სტანდარტს და მორალურ ჩარჩოებს. ეს ე.წ. ჟურნალისტური გამოძიება ყველანაირ ფსკერს ქვემოთაა. ფაქტია ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და სიცრუის ტირაჟირება, დაცლილი ყოველგვარი ადამიანური ღირებულებებისგან და მორალისგან. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ “ტვ პირველმა” და სიუჟეტის ავტორმა ნოდარ მელაძემ დაარღვიეს ჟურნალისტური ქარტიის ძირითადი ფუნდამენტური პრინციპები.
გადაცემის ავტორი საუბრობს ორ კომპანიაზე კერძოდ შპს “ქართულ ფესვებზე” (ს/ნ 428522244) და შპს “დი ჯი ელ”-ზე და აცხადებს, რომ ეს კომპანიები ეკუთვნის პრემიერის ოჯახს და არა ნუგზარ ალუღიშვილს. გაცნობებეთ, რომ შპს “ქართული ფესვების” 100 %-იანი წლის მფლობელი გახლავთ ნუგზარ ალუღიშვილის შვილი – თამარ ალუღიშვილი, ხოლო დირექტორია გამოცდილი მენეჯერი – ნათია ლობჯანიძე. სრულიად გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ჟურნალისტი კერძო კომპანიის მფლობელს და მის დირექტორს უსვამს შეკითხვებს საწარმოში მიმდინარე პროცესებზე, სესხზე და სხვა სახის კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, რაც არის კომპანიის კომერციული საიდუმლოება. აღნიშნულ კომერციული საიდუმლოებაზე ინფორმაციის მიღება კი დაკავშირებულია უდიდეს რისკებთან, რადგან კომპანიის კონკურენტებს არ ჰქონდეთ საწარმოზე სრული ინფორმაცია. ჟურნალისტი დეტალურად უყვება საზოგადოებას იმაზე ინფორმაციას, თუ რამდენი აქვს კომპანიას სესხი, რამდენი აქვს გადასახდელი, სამომხმარებლო სესხია თუ ბიზნეს სესხი. ქართული ფესვების დირექტორი ნათია ლობჯანიძე არაერთხელ შეახსენებს ჟურნალისტს, რომ ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, თუმცა ჟურნალისტი აგრძელებს დამატებით კითხვების დასმას და კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელებას მასმედიით.
ჟურნალისტი ეკითხება, თუ რა ოდენობის თანხა იქნა ჩადებული კომპანიის კაპიტალში, რამდენი აქვს ბიზნეს სესხი და ა.შ., რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს ე.წ ჟურნალისტთა ჯგუფთან, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს კომპანიის საიდუმლოების ხელში ჩაგდება, კომერციული საიდუმლოების გახმაურება მასმედიით, ზიანის მიყენება და ნუგზარ ალუღიშვილის აფილირება ირაკლი ღარიბაშვილთან, რაც მათი პოლიტიკური გეგმის და შინაარსის ნაწილია. ჟურნალისტი სვამს არაერთ შეკითხვას, თუ რატომ არის თამარ ალუღიშვილი კომპანიის მეწილე და არა ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი. ნოდარ მელაძე და მისი ჟურნალისტთა გუნდი საზოგადოების აშკარა შეცდომაში შეყვანის მიზნით, ნუგზარ ალუღიშვილს აკავშირებს პრემიერის ოჯახთან და ამტკიცებს, რომ ეს ქონება სინამდვილეში პრემიერს ეკუთვნის.
რაც შეეხება კომპანია შპს “დი ჯი ელ”-ს (ს/ნ 428523350), რომლის 100 %-ის წილის მფლობელი ნუგზარ ალუღიშვილის შვილი თამარ ალუღიშვილია, ხოლო დირექტორი გახლავთ ზაქარია ბოსტოღანაშვილი, ჟურნალისტი აქაც ეძიება ინფორმაციას, თუ რა მიზნით შეიქმნა შპს და რა არის მისი სამომავლო მიზნები. ჟურნალისტი დეტალურად ეძიება ინფორმაციას კომპანიის მთელ ფინანსურ მდგომარეობაზე და ცდილობს კომპანიის შესახებ ფინანსური ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდებას და ამით მეწარმე სუბიექტს სოლიდურ რეპუტაციულ ზიანს აყენებს.
აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რა მდგომარეობაშია გარკვეული სუბიექტური პოლიტიკური ფაქტორებით ანგაჟირებული ჯგუფის მიერ დამკვიდრებული აგრესიული ჟურნალისტიკა საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ზიანის მიყენებაზე და ცილისწამებაზე და არის დაუსაბუთებელი ფაქტებით გაჯერებული, ვიდრე მტკიცებულებებით გამყარებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გადაცემის ავტორს არ წარმოუდგენია ერთი პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულებაც კი, იმის შესახებ, რომ ეს ბიზნესი არის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის და არა მისი რეალური მესაკუთრის ნუგზარ ალუღიშვილის.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2 მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელყოფის ბრალისა.
„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო, ხოლო აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს.
„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით, პირს უფლება აქვს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ხელყოფის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. ჟურნალისტის ნებისმიერი პროფესიული უფლება–მოვალეობა გამომდინარეობს საზოგადოების უფლებიდან, იყოს ინფორმირებული მოვლენებისა და თვალსაზრისის შესახებ.
ცილისწამების საკანონმდებლო რეგულირებას შეიცავს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც, ცილისწამება არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა 1. კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს კერძო და საჯარო პირის ცილისწამებას. კერძო პირის ცილისწამებისათვის პირს მხოლოდ მაშინ ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა, ხოლო საჯარო პირის ცილისწამებისათვის პირს მაშინ ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. ამდენად, კანონი კერძო და საჯარო პირის ცილისწამებისათვის (ორივე შემთხვევაში) მტკიცების ტვირთს იმგვარად ანაწილებს, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ფაქტი მასზედ, რომ მის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და რომ აღნიშნული ინფორმაცია მოსარჩელისათვის ზიანის მომტანია.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, პირს უფლება აქვს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ხელყოფის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით. მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხეა მედიის მესაკუთრე. ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავისას არასათანადო მოპასუხეა პირი, რომელიც არ არის განცხადების ავტორი ან რედაქტორი, ან პირი, რომელმაც ტექნიკურად უზრუნველყო განცხადების გავრცელება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის აშკარად და პირდაპირ უჭერს მხარს განცხადებას. ამდენად, ცილისწამებისათვის პასუხისმგებელია ჟურნალისტი, მედიის მესაკუთრე, განცხადების ავტორი ან რედაქტორი. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული პირების პასუხისმგებლობის სახე არის სოლიდარული, რა შემთხვევაშიც, მედიის მესაკუთრის პასუხისმგებლობის საფუძველია კანონით დადგენილი დანაწესი მისი ბრალის გარეშე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. უდავოდ დგინდება ის გარემოება, რომ სადავო რეპორტაჟი, რომელშიც მითითებულ იქნა ცილისმწამებლური ფაქტები, მომზადებულია მოპასუხეთა მიერ, რაც დასტურდება ჩვენ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით – 1 (ერთი) ცალი CD დისკით;
,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება (და არა კომენტარი, აზრი, ვარაუდი, მოსაზრება, შეფასება).ცილისწამების შემადგენლობის უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს სინამდვილის შეუსაბამო, არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელება. კანონის განაწესის მიხედვით, ,,ფაქტისა“ და ,,მოსაზრების“ გამიჯვნა აუცილებელ პირობას წარმოადგენს ცილისწამების ცნების განსაზღვრისათვის. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ,,ფაქტი” უნდა განვასხვავოთ ,,შეფასებისაგან”, რადგან ეს უკანასკნელი არის კონსტიტუციით დაცული აზრის გამოხატვა.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო რეპორტაჟში გაჟღერებულ იქნა შემდეგი მცდარი და ამავდროულად მოსარჩელის პატივისა და ღირსების, მისი საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ფაქტები, კერძოდ:
ა. „უძრავი ქონება სახელმწიფოსგან კომპანია შპს „ქართულმა ფესვებმა“(რომლის პარტნიორიც, ნუგზარ ალუღიშვილის შვილი – თამარ ალუღიშვილია) 25 000 ლარად, ძველ შენობა-ნაგებობთან ერთად იყიდა, სახელმწიფო ქონება ჩალის ფასად, რეალურად ირაკლი ღარიბაშვილის მამას მისცა, თუმცა ქონება რომ პრეზიდენტის ოჯახის სახელზე არ დარეგისტრირებულიყო, ის ნუგზარ ალუღიშვილის ოჯახზე გააფორმეს. ალუღიშვილი ტარიელ ღარიბაშვილის სიყრმის მეგობარია.“
ბ. „შაბათის ეთერის ინფორმაციით, ნუგზარ ალუღიშვლი, რომელიც დედოფლისწყაროში მიწადმოქმედების განსაკუთრებულ უნარებს ფლობს, უკვე წლებია პატრონაჟს უწევს ირაკლი ღარიბაშვილის და უჩა მამაცაშვილის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს.“
გ. „ნუგზარ ალუღიშვილია ღარიბაშვილის ქონების ფორმალური განმკარგავი. ის რაიონში მიწის ნაკვეთებს, ღვინის ქარხანას და ხორბლის საცავებს ფლობს, თუმცა ინფორმირებული ადამიანები ღარიბაშვილის გარემოცვიდან გვიყვებიან, რომ ამ ქონების უდიდესი ნაწილის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამას, ტარიელ ღარიბაშვილს ეკუთვნის და ალუღიშვილი მხოლოდ მეურნეობის მოურავია.“
ცალსახაა, რომ სიუჟეტში მოყვანილია მტკიცებითი ხასიათის ცნობები, რომელებიც პირადი, სუბიექტური შეფასებისაგან განსხვავდება, შესაბამისად ვერ ჩაჯდება აზრის გამოხატვის აბსოლუტური უფლების ფარგლებში. ჟურნალისტი არაერთი მცდარი ფაქტის მითითებით ცდილობს დაამტკიცოს პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი მესიჯი, რომ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ოჯახს, ქონება გადამალვის მიზნით სხვა ადამიანებზე აქვთ რეგისტრირებული. ამ მოსაზრების სამტკიცებლად, არ ერიდებიან მოგონილი, არასწორი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებას, მათ შორის სრულიად ნეიტრალური პირის – ნუგზარ ალუღიშვილის რეპუტაციის შელახვას. სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები, რომელიც სავსეა პოლიტიკური მესიჯებით, ჟურნალისტის მხრიდან არის აშკარა მცდელობა იმისა, რომ გარკვეული ფაქტების დამახინჯება და ერთი აზრის ირგვლივ გაერთიანება მოხდეს. აღნიშნული თემის ირგვლივ ხდება სხვადასხვა არსებითად მცდარი ან არარსებული ფაქტების თავმოყრა, რაც გარდა იმისა, რომ არ შეესაბამება რეალობას, არის ცილისმწამებლური, მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახავი და მისთვის რეპუტაციული ზიანის მომტანი.
მოგახსენებთ, რომ ნუგზარ ალუღიშვილი წლების განმავლობაში ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, მათ შორის 2012 წლამდეც. ჟურნალისტი სიუჟეტში ისე ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს ნუგზარ ალუღიშვილის ქონება მას შემდგომ გაიზარდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი. ზოგადად ნუგზარ ალუღიშვილის ქონების ზრდა, მისი ყოველდღიური შრომისა და უნარების დამსახურებაა და არავითარი წვლილი სხვა რომელიმე გავლენიან ფიგურას, ამაში არ შეუტანია. ნუგზარ ალუღიშვილს დედოფლისწყაროს რაიონში აქვს ღვინის ქარხანა, სამეურნეო მიწები და საწარმო. იგი თანამშრომლობს სხვადასხვა საწარმოსთან არამხოლოდ ადგილობრივ დონეზე, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით და მისი სახელის ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვასთან დაკავშირება, როგორც მისი “ხელქვეითის”, “ბრძანებების შემსრულებლის”, არსებით ზიანს აყენებს მის საქმიან რეპუტაციას. გარდა ამისა, სიუჟეტში იგი მოხსენიებულია როგორც “უცხოპლანეტელი”, “მოურავი”. მეტსახელი “უცხოპლანეტელი” არის სხვა დანარჩენ გაჟღერებულ ფაქტებთან ერთად, არის ჟურნალისტის ფანტაზიის ნაყოფი, ხოლო მეორე არსებითად შეურაცხმყოფელი გამონათქვამია და არანაკლებ რეპუტაციულ ზიანს აყენებს მოსარჩელეს.
სიუჟეტში გაჟღერებული თითოეული განცხადება არის არსებითად მცდარი და რეალობასთან შეუსაბამო. ჟურნალისტს არამხოლოდ ინფორმაციის გაჟღერება ევალება, მას აქვს ამ ინფორმაციის გადამოწმების ვალდებულება მანამ, სანამ საზოგადოების ყურამდე მიიტანს. გარდა ამისა, მისი ვალდებულებაა იყოს ობიექტური და არ დაამახინჯოს ისედაც გადაუმოწმებელი ინფორმაცია იმ გარემოების სასარგებლოდ, რის წარმოჩენასაც იგი თავისი სუბიექტური შეხედულებების სასარგებლოდ კონტექსტუალურად ცდილობს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფაქტის მცდარობის შესახებ არათუ ცნობილი იყო მოპასუხე მხარისთვის, არამედ პოლიტიკურად ანგაჟირებულმა და დაკვეთის შემსრულებელმა ჟურნალისტმა, თავად შეთხზა არასწორი ფაქტები. მიგვაჩნია, რომ მოპასუხის სუბიექტური დამოკიდებულება ამ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების მიმართ უნდა შეფასდეს, როგორც მოპასუხის განზრახი ქმედება, განპირობებული იმით, რომ წარმოადგენს ოპოზიციურად განწყობილ მედია-საშუალებას და ცდილობს მოამზადოს ისეთი სიუჟეტები, რომელიც შელახავს საზოგადოების თვალში ხელისუფლებას ან მის რომელიმე წარმომადგენელს, რასაც ჰქონდა მოცემულ შემთხვევაში ადგილი და რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი, ცილისმწამებლური ფაქტების გავრცელება მოსარჩელის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე იკვეთება, რომ განცხადება, პოლიტიკური ან სასამართლო სიტყვის თავისუფლების ფარგლებში არ გავრცელებულა.
განცხადება მოსარჩელის პატივს, ღირსებას ან საქმიან რეპუტაციას ზიანს აყენებს, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. მოგახსენებთ, რომ ნუგზარ ალუღიშვილი წლებია ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, მას აქვს აღებული სესხები, დადებული აქვს ხელშეკრულებები და ა.შ. მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობამდეც, რის დამადასტურებლადაც წარმოგიდგენთ დოკუმენტაციას, რომლის მოძიებასაც სჭირდება დრო, შესაბამისად, ვერ მოვახერხეთ მათი სარჩელზე დართვა, თუმცა წარმოგიდგენთ მოსამზადებელ სხდომამდე. მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის მაღალ ხარისხს განაპირობებს ის გარემოება, რომ მოსარჩელის საქმიანობიდან გამომდინარე, მას ყოველდღიური შეხება აქვს საზოგადოებასთან, შესაბამისად, მსგავსი დეტალების მიმართ მედია საშუალების ამგვარი ზერელე მიდგომითა და ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელებით ილახება მოსარჩელის პატივი და ღირსება და, საბოლოოდ, მას ადგება ზიანი.
ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ევროპის კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად 1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას ჰქონდეს მოსაზრებანი და მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად… 2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, იმის გამო, რომ იგი მოიცავს ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, შეზღუდვებს ან სასჯელს, რომლებიც გათვალისწინებული არიან კანონით და აუცილებლობას წარმოადგენენ დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გამომდინარე, უწესრიგობისა და დანაშაულის აღკვეთისათვის, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დაცვისათვის, კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებისა და სასამართლო ხელისუფლების უზრუნველსაყოფად უდაოა, რომ გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს და მისი რეგლამენტირების დროს გამოჩენილი უნდა იქნეს მაქსიმალური ყურადღება. გამოხატვის თავისუფლება, ერთი მხრივ, ემსახურება თავად პიროვნების შინაგან თავისუფლებას და მას უფლებას აძლევს იყოს რეალიზებული საზოგადოების წინაშე, მეორე მხრივ კი გამოხატვის თავისუფლება არის საზოგადოების ინტერესის საგანი, მისი დემოკრატიულად განვითარების საფუძველი, რადგან ინფორმირებული საზოგადოება არის დემოკრატიული საზოგადოების უმთავრესი ელემენტი. საზოგადოება უფლებამოსილია იცოდეს, იყოს ინფორმირებული იმ გარემოს თაობაზე რაც მის გარშემოა შექმნილი, საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ რაიმე დარღვევას აქვს ადგილი. ამიტომ განუსაზღვრელია ჟურნალისტთა როლი და დანიშნულება გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისათვის. ჟურნალისტი პროფესიიდან გამომდინარეა ვალდებული საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, მიუთითოს მოვლენებზე, რაც ირგვლივ ხდება. ყოველი უფლება უნდა იყოს იმგვარად რეალიზებული, რომ ზიანი არ მიაყენოს სხვა უფლებას.
ევროპულმა სასამართლო პრაქტიკამ აჩვენა, რომ გამოხატვის თავისუფლება გაწონასწორებული უნდა იყოს ამ თავისუფლებით მოსარგებლის მოვალეობითა და პასუხისმგებლობით. ჟურნალისტებისა და მედია-საშუალებების მიმართ ასევე მოითხოვება პასუხისმგებლობით მოპყრობა გამოხატვის საგნის მიმართ. გამოხატვის თავისუფლებით მოსარგებლე ვალდებულია იმოქმედოს ისე, რომ სხვა მომიჯნავე ღირებულებები არ დაარღვიოს და ამით საფრთხე არ შეუქმნას სხვა პირებს. ერთ-ერთ საქმეში ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა „პრესამ არ უნდა გადალახოს განსაზღვრული მიჯნები, განსაკუთრებით სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვის თვალსაზრისით. მის მოვალეობას წარმოადგენს პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე ინფორმაციისა და იდეების გადაცემა, მაგრამ ისეთი ფორმით, რომელიც შეესაბამება მის მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას.” (De Haes and Gijsels v. Belgium, 1997). „ჟურნალისტი ვალდებულია იმოქმედოს კეთილი განზრახვით, ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად იმისათვის, რათა საზოგადოება უზრუნველყოს სწორი და საიმედო ინფორმაციით.“ (Radio France and Others v. France 2004) ჟურნალისტი თავის მხრივ, ასევე არის ადამიანი, რომელსაც აქვს თავისი ხედვა და თვალსაზრისი კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით, მაგრამ ჟურნალისტის პროფესია ავალდებულებს მას, რომ საზოგადოებას წარუდგინოს დაბალანსებული, გაწონასწორებული, სარწმუნო ინფორმაცია. აღნიშნული იდეა განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსითაც, რის საფუძველზე პირს, რომლის უფლებები დაირღვა, უფლება აქვს იმავე მედია საშუალებით გამოაქვეყნოს ცნობების უარყოფა. მედიის დანიშნულებაა შეხედულებათა პლურალიზმისა და დაბალანსების უზრუნველყოფა.
ცალმხრივი, დაუბალანსებელი განცხადება ძირს უთხრის ჟურნალისტებისადმი საზოგადოების რწმენას, ხელს უშლის ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას და ზიანის მომტანია მთლიანად საზოგადოებისათვის. როდესაც ჩნდება ეჭვი, რომ ჟურნალისტები არ არიან მიუკერძოებელნი და ფაქტებს ხატავენ სუბიექტურად, ისინი იქცევიან როგორც მხარე და საზოგადოებას უჩნდება სამართლიანი პროტესტი. საზოგადოების შეკვეთაა, რომ ჟურნალისტებმა შეძლონ სუბიექტური მოსაზრებების დაძლევა და საზოგადოების სამსჯავროზე მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაციის გამოტანა. ჟურნალისტი, როცა იგი რესპონდენტის აზრებს გადმოგვცემს, უნდა იყოს ნეიტრალური. თუ მისი მსოფლმხედველობა არ შეესაბამება რესპონდენტის აზრებს, მან უნდა დააფიქსიროს იგი. ჟურნალისტის ვალია ასევე იყოს გულწრფელი და გაემიჯნოს რესპონდენტის მიერ გამოთქმულ მიუღებელ აზრებს. როცა ჟურნალისტი არ ემიჯნება რესპონდენტის აზრებს, როცა გაურკვეველია ჟურნალისტის პოზიცია-იწონებს თუ არა მას, საზოგადოება აღიქვამს მის პოზიციას, როგორც რესპონდენტის პოზიციას.
მედიის თვისება-მყისიერად მოახდინოს მოვლენებზე გავლენა, მისი გამაკოტრებელი ეფექტი უნდა დაბალანსდეს მოვალეობებითა და პასუხისმგებლობით, რაც ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსით რეგულირდება. ჟურნალისტის ვალდებულებაა მოიპოვოს ფაქტები, როგორც რაიმე მოვლენის დასადასტურებლად, ასევე მის უარსაყოფად და გასაბათილებლად. იგი მოვალეა ინფორმაცია შეაჯეროს სხვადასხვა წყაროსთან, საშუალება მისცეს პირს, რომლის წინააღმდეგაც ამზადებს რეპორტაჟს, რომ პასუხი გასცეს კითხვებს, გააკეთოს კომენტარი და მხოლოდ შეჯერებული და დაბალანსებული სახით წარუდგინოს ნაშრომი საზოგადოებას. ცხადია, რომ ჟურნალისტს არ მოეთხოვება სამართალდამცავი ორგანოს მსგავსად, მხოლოდ უტყუარი ფაქტების დადგენის შემდეგ გამოაქვეყნოს სტატია, თუმცა უდაოა, რომ ზედაპირული, მხოლოდ ცალმხრივად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაკეთებული რეპორტაჟი შეიცავს აშკარა რისკს, რომ ინფორმაცია არ იქნება ობიექტური.
ჟურნალისტს მოეთხოვება წარმოადგინოს ბრალდების შესაბამისი და თანაზომადი მტკიცებულებები. როდესაც სუბიექტი დადანაშაულებულია სისხლის სამართლის დანაშაულში, აუცილებელია ჟურნალისტი ეყრდნობოდეს გადამოწმებულ ფაქტებს, სარწმუნო მტკიცებულებებს, რაც უდაოს ხდის, რომ მართლაც არსებობს დანაშაულებრივი ქმედება. რაც უფრო მძიმეა ბრალდება, შესაბამისად მტკიცებულება და ფაქტებიც უნდა იყოს შესაბამისად მეტად სარწმუნო.დაბალანსებული ჟურნალისტიკა გულისხმობს, რომ ჟურნალისტმა საშუალება უნდა მისცეს მხარეს, რომლის კრიტიკაც ხდება, რომ გამოთქვას თავისი აზრი. თუ კომენტარის ჩაწერა ვერ ხერხდება, საზოგადოება უფლებამოსილია იცოდეს ამის მიზეზი იყო უარი კომენტარზე, თუ სტატიის მომზადების და გამოცემის დაუყოვნებელი ხასიათი, როდესაც მხოლოდ ერთი კუთხიდან ხდება მოვლენების გაშუქება, ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვებს ჟურნალისტის მიუკერძოებლობაზე.
საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობით, ასევე ევროპული სასამართლო პრაქტიკითაც აზრის გამოხატვის უფლება დაცულია. ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“ (რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ციტირებადი გადაწყვეტილებაა „ჰენდსაიდის“ საქმესთან ერთად) განმარტა, რომ გამოხატვის თავისუფლება, ევროპული კონვენციის მეათე მუხლის პირველი პარაგრაფის მიხედვით, შეადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძველს და მისი განვითარებისა და პიროვნების თვითრეალიზების მთავარ პირობას. კონვენციის მეათე მუხლის მეორე პარაგრაფის მიხედვით კი, ის გამოიყენება არა მხოლოდ ისეთი „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობილად მიიღება ან განიხილება როგორც უვნებელი ან როგორც ინდიფერენტიზმის საგანი, არამედ ისეთების მიმართაც,რომლებიც თავისი არსით შეურაცხმყოფელია, აღშფოთებას იწვევს და ადამიანების სიმშვიდეს არღვევს. ეს არის პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და საღი აზროვნების არსებითი ნიშანი, რომლის გარეშეც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, საზოგადოებრივი ინტერესების მქონე თემატიკა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საიმისოდ, რომ ღირებულებათა კონფლიქტი პრესის თავისუფლების სასარგებლოდ გადაწყდეს, ცხადია, პრესის თავისუფლებაც შეიძლება შეიზღუდოს, თუ არსებობს საამისოდ მნიშვნელოვანი საფუძველი. ასეთი საფუძველი შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგალითად, რეალური ან პოტენციური ზიანის სიმძიმე, ჟურნალისტთა მხრიდან „მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის უგულებელყოფა“ და სხვა. ყველა შემთხვევაში პრესის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი უნდა იყოს „წონადი“ და „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“. სასამართლომ მიუთითა, რომ ჟურნალისტებმა, რომლებიც პრესის სახელით მოღვაწეობენ ინფორმაციის გაზეთში განთავსებამდე უნდა იმოქმედონ ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებში, რომელიც ავალდებულებს ჟურნალისტს პატივი სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, აღნიშნული ინფორმაცია გადასცეს იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია და ა.შ, ამასთან, არ ხელყოს ადამიანის კონსტიტუციით დაცული და გარანტირებული პატივისა და ღირსების უფლება.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მტკიცების ტვირთი შეზღუდვის ინიციატორს ეკისრება. თუმცა, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი მოსარჩელეს აკისრებს მის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაციის მცდარობის დადასტურების ვალდებულებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ჟურნალისტია ვალდებული ამტკიცოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორე ანდა მის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებში განხორციელებული ზომები ინფორმაციის გადასამოწმებლად ამგვარი პრაქტიკა წინააღმდეგობაში მოდის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონთან, რომლის მიხედვითაც, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. თუმცა, ვინაიდან ამავე კანონის მიხედვით, ამ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს …. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, ამიტომ სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყვიტოს, თუ რამდენად განხორციელებადია მტკიცების ტვირთი შეზღუდვის ინიციატორის მხრიდან, განსაკუთრებით უარყოფითი ფაქტის მტკიცების კონტექსტში და კანონის ინტერპრეტაციისას უნდა იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პრაქტიკით. ამგვარი დასკვნის საფუძველია ასევე პრაქტიკაში არსებული სირთულე იმასთან დაკავშირებით, რომ შეზღუდვის ინიციატორმა უნდა ამტკიცოს, რომ ის თაღლითი არ არის, მას ქონება არ მიუთვისებია, მას ეროვნული გმირი არ უცემია, მას დანაშაული არ ჩაუდენია და ა. შ. ასეთ შემთხვევაში, სწორედაც რომ რელევანტურია კანონის ნორმის პრეცედენტისეული განმარტება, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტმა უნდა ადასტუროს გავრცელებული ინფორმაციის სისწორე ანდა მის მიერ მიღებული გონივრული ზომები ინფორმაციის გადამოწმების თაობაზე.
გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი უფლებაა დემოკრატიულ საზოგადოებაში, თუმცა, იგი აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მისი შეზღუდვა დასაშვებია კანონიერი საფუძვლის არსებობისას, ისეთ პირობებში, როდესაც მას ცალკეული პირის, თუ პირთა ჯგუფის კანონიერი ინტერესები უპირისპირდება. ამ მიმართებით უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება აზრისა და ფაქტის ურთიერთგამიჯვნის საკითხს, ვინაიდან „სიტყვისა და გამოხატვის“ თავისუფლების შესახებ კანონით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, ხოლო ფაქტი კვალიფიციური პრივილეგიის სტატუსით სარგებლობს. აზრის აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობა გულისხმობს თუ არა, იმას, რომ პირს შეუძლია ნებისმიერი აზრის გამოხატვა, მათ შორის, სხვა პირთა დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი, უხამსი, და ა. შ. აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი უნდა გაიცეს, ვინაიდან აზრის თავისუფლებას აბსოლუტური უპირატესობა არ ენიჭება და იგი შეზღუდულია სხვა უფლებების დაცვით, მათ შორის არის მესამე პირთა ძირითადი უფლებებით დაცული სიკეთეები – პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია.
ამ მიმართებით აღსანიშნავია, რომ აზრის აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობა უნდა განიმარტოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კი აზრის აბსოლუტურ პრივილეგირებულობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ აბსულუტური უფლებაა აზრის ქონა და არა აზრის გამოხატვა და მისი გავრცელება. აზრის გამოხატვა, გავრცელება უფრო მეტი პრივილეგიით სარგებლობს ვიდრე ფაქტისა, თუმცა, არ შეიძლება ითქვას, რომ აზრის გამოხატვა, გავრცელება აბსოლუტური უფლებაა. ამგვარი დასკვნის საფუძველია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც, რომლის მიხედვითაც, „მაშინაც კი, როდესაც განცხადება უთანაბრდება შეფასებით მსჯელობას, ჩარევის პროპორციულობა შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი სადავო განცხადებისათვის, რამდენადაც თვით შეფასებითი მსჯელობაც კი, რაიმე ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე, შეიძლება გადაჭარბებული იყოს. ამდენად, აზრის გამოხატვა, გავრცელება მეტი პრივილეგიით სარგებლობს, ვიდრე ფაქტისა, თუმცა, გადამეტებული იქნებოდა დასკვნა აზრის გამოხატვა, გავრცელებისათვის აბსოლუტური პრივილეგიის მინიჭების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში გავრცელებული ინფორმაცია ქონების მითვისების, პირის თვითმკვლელობამდე მიყვანის, ეროვნული გმირის ცემის თაობაზე ფაქტია და არა მოსაზრება, თუმცა, კიდეც, რომ აღნიშნულ ინფორმაციებს მოსაზრებების კონტექსტი მიენიჭოს, მოსაზრებაც თავის მხრივ რეალურ, სიმართლესთან შესაბამის, მტკიცებად ფაქტებს უნდა ეფუძნებოდეს, მით უფრო მაშინ, როდესაც მოსაზრება პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავია. განსახილველ შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, გავრცელებული ინფორმაციები ფაქტების შემცველია, ფაქტები კი თავის მხრივ მცდარია.
მცდარი ფაქტის გავრცელება ყოველთვის არ წარმოადგენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ რა ზომები მიიღო და რა ღონისძიებები გაატარა ჟურნალისტმა, როდესაც ფაქტს ავრცელებდა. მან თუ ჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობანი და პასუხისმგებლობა ინფორმაციის გადამოწმებასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში მას პასუხისმგებლობა არ ეკისრება. თუმცა, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები სწორედ ინფორმაციის გამავრცელებელმა უნდა წარმოადგინოს. როგორც უკვე აღინიშნა, აბსოლუტური უფლებაა აზრის ქონა, ხოლო მისი გამოხატვა გარკვეულ შეზღუდვებს შეიძლება დაექვემდებაროს. გამოხატვის თავისუფლება განუყოფელია მოვალეობებისა და პასუხისმგებლობებისგან. მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს გამოხატვის თავისუფლების დარღვევა. აზრის ქონის უფლება მოვალეობებისა და პასუხისმგებლობებთან დაკავშირებული არ არის; მოვალეობებთან და პასუხისმგებლობებთან დაკავშირებულია გამოხატვის თავისუფლება; გამოხატვის თავისუფლებით მოსარგებლე სუბიექტი უნდა ცდილობდეს შეძლებისდაგვარად თავი აარიდოს სხვა ინტერესებთან დაპირისპირებას. სხვათა ინტერესებში კი, პირველ რიგში, სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვა იგულისხმება. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ გამოხატვის თავისუფლებით მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი ღირებულებათა კონფლიქტი. შესაბამისად, შერჩეულ უნდა იქნეს გამოხატვის ის ფორმა, რომლითაც არ მოხდება სხვა ღირებულებათა (სხვათა პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია) იგნორირება. მით უფრო, როდესაც დასაშვებია გამოხატვის უფლების რეალიზაცია სხვა ღირებულებათა ნაკლები ხელყოფით. ჟურნალისტი ვალდებულია მოქმედებდეს კეთილი განზრახვით, ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად, რათა საზოგადოება უზრუნველყოს სწორი და საიმედო ინფორმაციით.
რაც უფრო მაღალია ინფორმაციის თავისუფლების ხარისხი, მით უფრო მეტია ჟურნალისტების მოვალეობანი და პასუხისმგებლობა. პრესამ და ტელევიზიამ არ უნდა გადალახოს განსაზღვრული მიჯნები, რაც დადგენილია: ა. სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის დასაცავად; ბ. ეროვნული უშიშროებისა და მართლმსაჯულების ავტორიტეტის უზრუნველსაყოფად გ. კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის დასაცავად; დ. საზოგადოებრივი ან დანაშაულის თავიდან აცილების ინტერესებისათვი; როდესაც საუბარია გამოხატვის თავისუფლების ფარგლებსა და ჟურნალისტთა მოვალეობებსა და პასუხისმგებლობაზე, აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ, გავრცელებული ინფორმაცია შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი და შემაშფოთებელი. თუმცა, ასეთი ინფორმაციაც გარკვეული ღირებულების მატარებელი უნდა იყოს და მხოლოდ სხვათა უფლებებსა და დაცული ღირებულებებს არ უნდა ხელყოფდეს, ანუ სხვაგვარად, რომ ვთქვათ ინფორმაციას, მათ შორის, გამაოგნებელს, შემაშფოთებელსა და შეურაცხმყოფელს საზოგადოებისათვის გარკვეული წონა უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, კონვენციით დაუცველ გამოხატვათა რიცხვს განეკუთვნება უხამსობა, მძიმე შეურაცხყოფა, სამართალდარღვევისაკენ წაქეზება, საყოველთაოდ დადასტურებული ფაქტების უარყოფა, რაც მძიმე შედეგებს იწვევს და ა. შ..ჟურნალისტების უფლება გაავრცელონ ინფორმაცია შეზღუდულია ვალდებულებით, მოამარაგონ საზოგადოება სწორი და გადამოწმებული ინფორმაციით, შესაბამისად, ჟურნალისტები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებენ, რომ ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან მიიღეს; ჟურნალისტი დარწმუნებული იყო გავრცელებული ინფორმაციის ჭეშმარიტებაში; ჟურნალისტმა გონივრულ ფარგლებში გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაციის ჭეშმარიტება. თუმცა, რიგ შემთხვევებში ინფორმაციის გადამოწმება გარკვეულ დაუძლეველ სირთულეებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, ჟურნალისტმა ზუსტად ამგვარი სირთულის არსებობა უნდა დაადასტუროს. აქვე, ნიშანდობლივია აღინიშნოს ინფორმაციის სწრაფად გავრცელების აუცილებლობაც. ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტის მტკიცების საგანში შედის გარემოება, რომ მიღებული ინფორმაცია სანდო წყაროს ეყრდნობოდა. შესაბამისად, ინფორმაციის სისწორის პრეზუმფცია არსებობდა და ინფორმაციის სწრაფად გავრცელების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მისი გადამოწმების შესაძლებლობა შეზღუდული იყო. ხსენებული პრინციპი განმტკიცებულია სასამართლოს შემდგომ პრაქტიკაში.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2 მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა.
ცილისწამების კანონისმიერი რეგულაციის სიტყვა-სიტყვითი, ლოგიკური და შინაარსობრივი განმარტების შედეგად მოსარჩელის მტკიცების საგანში შედის იმ ზიანის მტკიცებაც, რომელიც მას მცდარი ინფორმაციის გავრცელებით მიადგა. აღნიშნული დანაწესი დიდი პრაქტიკული მნიშვნელობის მატარებელია და, ამ მიმართებით კანონის სწორ ინტერპრეტაციას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება. საგულისხმოა, რომ ზიანი შეიძლება იყოს როგორც მორალური, ასევე მატერიალური (ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, მიუღებელი შემოსავალი და ა. შ). შესაბამისად, არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი ინფორმაციის გავრცელება პირს შეიძლება ფაქტობრივ ანდა მორალურ ზიანს აყენებდეს.
ნიშანდობლივია, რომ ფაქტობრივი ზიანი მტკიცებადი კატეგორიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა დაადასტუროს მატერიალური ზიანის არსებობა, გავრცელებულ ინფორმაციასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის ოდენობა, ხოლო რაც შეეხება მორალურ ზიანს, ამ შემთხვევაში, უნდა გადაწყდეს არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია ლახავს, თუ არა, პირის პატივს, ღირსებასა, თუ საქმიან რეპუტაციას და ამით იწვევს, თუ არა მის ფსიქიკურ, თუ სულიერ ტანჯვას. მორალური ზიანის მტკიცებასთან დაკავშირებით, საგულისხმოა მისი სასამართლოსეული ინტერპრეტაცია, რომლის მიხედვითაც, „ტერმინი „მორალური ზიანი“ სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ზიანს გულისხმობს. მორალური ზიანის არსებობა ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, რამაც ქონებრივ დანახარჯებთან ერთად არამატერიალური უფლებების ხელყოფა – ფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი) შეიძლება გამოიწვიოს. ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში, გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია და, შესაბამისად, არამატერიალიზებული ზიანია. არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფა კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას იწვევს“.
მოცემულ შემთხვევაში, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე მსჯელობისას, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოება, რომ განცხადება, რომელიც გავრცელდა მოპასუხის მიერ და შეიცავდა ცილისმწამებლურ ინფორმაციას მოსარჩელეზე, გავრცელებულ იქნა ერთ-ერთი რეიტინგულ ოპოზიციური სატელევიზიო ეთერის მეშვეობით. გარდა ამისა, სიუჟეტი გავრცელდა არამხოლოდ სატელევიზიო ეთერით, არამედ სხვა მედია და სოციალური საშუალებების გამოყენებით, მაგალითად სოციალური ქსელით – facebook-ი და ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ნუგზარ ალუღიშვილის მისამართით ადგილი ჰქონდა არაერთი შეურაცხმყოფელ კომენტარს საზოგადოების ნაწილის მხრიდან, რამაც გარდა რეპუტაციული ზიანისა, მძიმე მორალური ტანჯვა მიაყენა ნუგზარ ალუღიშვილს. ამ პირობებში სარჩელით მოთხოვნილი 20 000 ლარი დასაბუთებულია ამ ეტაპზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (#ას-1477-1489-2011) განმარტა შემდეგი: „აზრში“ იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც შედგება განსჯის, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისაგან, რომლის სისწორე თუ მცდარობა მთლიანად პირად წარმოდგენებზეა დამოკიდებული. ამდენად, აზრი პირის სუბიექტური დამოკიდებულება პიროვნულ შეფასებებს მოვლენისა თუ სიტუაციის შესახებ და იმის მტკიცებას, სიმართლეს შეესაბამება თუ მცდარია, არ ექვემდებარება. 15 აზრის საწინააღმდეგოდ, „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას. გასათავლისწინებელია, რომ აზრები ფაქტებთან გარკვეული დამოკიდებულებით გამოითქმება, ანუ აზრი, როგორც წესი, ეყრდნობა ფაქტებს. ასეთ შემთხვევაში, აზრის დაყოფა შეხედულებად და ფაქტის გადმოცემად დაუშვებელია, რადგანაც მთლიანად გამონათქვამი აზრის თავისუფლების სფეროში ექცევა. ამავდროულად, აზრის თავისუფლებით აშკარად ცრუ ფაქტების ძირითადი უფლებით უზრუნველყოფილი დაცვა გამორიცხულია. კონსტიტუციით დაცული სფეროს ფარგლებში არ ხვდება ისეთი ფაქტები, რომელთა მცდარობის შესახებ კარგად იცის თავად გამომთქმელმა სუბიექტმა (შეგნებული სიცრუე) ან, რომელთა მცდარობა ცხადია მათი გამოთქმის მომენტში.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. ჟურნალისტის ნებისმიერი პროფესიული უფლება–მოვალეობა გამომდინარეობს საზოგადოების უფლებიდან, იყოს ინფორმირებული მოვლენებისა და თვალსაზრისების შესახებ.
ქარტია ეფუძნება ევროპის საბჭოს „ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის” მე–10 მუხლსა და „ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციის“ მიერ აღიარებულ „ჟურნალისტების ქცევის პრინციპების დეკლარაციას“. ეს პრინციპები პროფესიული ქცევის სტანდარტად დამკვიდრდა იმ ჟურნალიტებისთვის, რომლებიც მოიპოვებენ, გადასცემენ და ავრცელებენ ინფორმაციასა და კომენტარებს მიმდინარე მოვლენებზე.
ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად, „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.
შესაბამისად დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი. ქარტიის მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება; ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მიხედვით, პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. ზემოდასახელებული მუხლის გამოყენების წინაპირობები შემდეგნაირად გამოიყურება: 1. სადავო განცხადება მოპასუხის მიერ გავრცელდა; 2. განცხადება ლახავს მოსარჩელის პატივსა და ღირსებას; 3. განცხადება არ შეეფერება სინამდვილეს არსებითად მცდარი ფაქტია; 4. ფაქტის მცდარობის თაობაზე მოპასუხისათვის ცნობილი იყო 5. განცხადება, ამავე კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური ან სასამართლო სიტყვის თავისუფლების ფარგლებში არ გავრცელებულა 6. განცხადება მოსარჩელის პატივს, ღირსებას ან საქმიან რეპუტაციას ზიანს აყენებს. ამავე კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით ცილისწამება არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა.
სკ-ის 998-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. 998-ე მუხლის სოლიდარული პასუხისმგებლობის წინაპირობად განიხილავს მხოლოდ ზიანის დადგომაში მონაწილეობას, ანუ ზიანის დადგომაში ზიანის მიმყენებელთა ქმედებებს შორის ობიექტური კაუზალური კავშირის არსებობას ისე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 20 ივლისის N ას-254-239-2010 განჩინება). თუ დგინდება მიზეზობრივი კავშირი თითოეული ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და ზიანს შორის თითოეულ ზიანის მიმყენებელთან მიმართებაში, თითოეული მათგანი პასუხის აგებს დამოუკიდებლად, ხოლო სოლიდარული პასუხისმგებლობა გამომდინარეობს ანაზღაურებაზე ვალდებული პირების სიმრავლით, 463-ე და 464-ე მუხლების კანონისმიერი დანაწესის მიხედვით.
საკასაციო პალატამ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის აუცილებელი პირობაა ზიანის მიმყენებლის ბრალის არსებობა. ბრალი გამოიხატება განზრახვის ან გაუფრთხილებლობის ფორმით, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა ჩვეულებრივ და უხეშ გაუფრთხილებლობად. ბრალის ფორმას, ზოგადი წესის მიხედვით, ზიანის ანაზღაურებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ზიანის მიმყენებლის მოქმედება იყოს ბრალეული. ზიანის მიმყენებელმა პასუხი უნდა აგოს მხოლოდ საკუთარი ბრალეული მოქმედებისათვის.მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სამივე მოპასუხე უშუალო მონაწილეობას იღებდა ზიანის წარმოშობაში და რომელიმე დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა აღნიშნული ზიანის მიყენებას მოსარჩელისათვის, რადგან მათ შორის დადებულია გარიგება, ხოლო აღნიშნული გარიგების დადებაში ისინი თანაბრად იღებდნენ მონაწილეობას, შესაბამისად, მათ სოლიდარულად უნდა აგონ პასუხი.
ამასთან, მორალური ზიანი იმ ოდენობის უნდა იყოს, რომ მოპასუხისათვის მისი დაკისრება მძიმე ქონებრივ ტვირთს არ წარმოადგენდეს და, ფინანსური თვალსაზრისით, მისი შემდგომი საქმიანობის გაგრძელებას, საფრთხე არ შეექმნას. ამ კონტექსტში, თითოეული დარღვევისათვის 20 000 ლარის დაკისრება გონივრული და კანონთან შესაბამისია ამ ეტაპზე.
წყარო: „მედიაცენტრი მთავარი“