ჰააგის სასამართლომ რუსეთს ,,იუკოსის” სასარგებლოდ 50 მილიარდი დოლარი დააკისრა

ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლომ 50 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა რუსეთს ,,იუკოსის” ყოფილი მეპატრონის სასარგებლოდ. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო ათი წლის მანძილზე მუშაობდა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს სასამართლომ გაითვალისწინა სამი კომპანიის ინტერესები, რომლებიც ,,იუკოსის” ძირითად საკონტროლო აქციებს ფლობდნენ. სასამართლოზე დაზარალებულ მხარეს წარმოადგენდა კომპანია ,,ჯმლ” (Group Menatep Limited), რომელიც აქციონერების საერთო ინტერესებს იცავდა. საბოლოო გადაწყვეტილებით რუსეთს გარკვეული საგადასახადო გრაფიკით მოუწევს დავალიანების დაფარვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები