სახლი ჰოლანდიაში, სადაც პუტინის ქალიშვილი ცხოვრობდა
ამსტერდამთან ახლოს არის პატარა ქალაქი ვორსჰოტენი, სადაც მოთავსებულია ფეშენებული სასტუმროები და კერძო პენტჰაუზები. სწორედ ერთ ასეთ სახლში წლების მანძილზე, მეუღლესთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტის ქალიშვილი მარია პუტინა ცხოვრობდა. 2013 წელს აღნიშნულ სახლს პირველად ეწვივნენ რუსი და ჰოლანდიელი ჟურნალისტები, თუმცა პენტჰაუზში მათ შესვლა ვერ შეძლეს. ჰოლანდიის მთავრობამ უკრაინაში გავრცელებული მოვლენებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება მიიღო, პრეზიდენტის ქალიშვილი გამოესახლებინა პენტჰაუზიდან და ქვეყანაში ცხოვრებაზე უარი ეთქვა.