„ბუნებრივია, რეიტინგი გაუარესდა იმის გამო, რომ პანდემიურ პერიოდში ექსტრემალური ეკონომიკური სიტუაცია შეიქმნა“ – ცუცქირიძე „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევაზე

ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ბოლო კვლევას ეხმაურება.
„მინდა, ერთი თემა გავშალო, ესაა ქვეყნის პერსპექტივა და საერთაშორისო რეიტინგები. შარშან ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ძალიან ბევრ საერთაშორისო რეიტინგში ასახულია არა მხოლოდ ჩვენი პოზიტივი შარშანდელ წელზე, არამედ პანდემიურ პერიოდში ძალიან მაღალი საგარეო ვალის მაჩვენებელიც და ბიუჯეტის დეფიციტიც. როდესაც გარკვეული რეიტინგები აჩვენებდნენ ვარდნას, საქართველოს რეიტინგზეა საუბარი, იგივე „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ბოლო კვლევა, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა: ცალმხრივადაა შეფასება, რომ ქვეყანას რეიტინგი გაუუარესდა. ბუნებრივია, რეიტინგი გაუარესდა იმ ფაქტის გამო, რომ პანდემიურ პერიოდში ჩვენთან ექსტრემალური ეკონომიკური სიტუაცია შეიქმნა, „ლოქდაუნი“ მოხდა, ბიზნესი ჩაიკეტა, იყო დიდი გაურკვევლობა, ბიუჯეტში შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა. პარალელურად, გაიზარდა ხარჯები. ამან დიდი დეფიციტი გამოიწვია. საგარეო ვალის აღება მოგვიწია. ბუნებრივია, ამ წლის შეფასებისას ეს ფისკალური სისუსტე და პრობლემები რეიტინგებში აისახა. გასაკვირი არაა, რომ რეიტინგი ამ კუთხით გაუარესდა.
თუმცა, იგივე „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის “ ბოლო კვლევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი – „მთავრობის კეთილსინდისიერების ინდექსი“. ეს აჩვენებს როგორც სამთავრობო ხარჯების ოპტიმიზაციას, რამდენად სწორად მართავს მთავრობა ამ ხარჯებს, ასევე, შემოსავლების მობილიზაციას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მთავრობის ეფექტიანობა განისაზღვრება ანტიკორუფიცული ღონისძიებებით. საქართველოს კი არ შეუმცირდა რეიტინგი, პირიქით, დაწინაურებულიც არის. ჩვენ ვართ მსოფლიოში 35- ე და ევროპაში მეოცე ადგილზე. ეს პოზიტიურია“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები