ინტერნეტის ვარსკვლავი ძაღლი, რომელმაც პატრონთან შეხვედრის სიხარულისგან გონება დაკარგა (ვიდეო)

ინტერნეტსივრცეში დიდი პოპულარობა მოიხვეჭა ვიდეომ, სადაც ასახულია, როგორ კარგავს გონებას პატრონთან რამდენჯერმე შეხვედრისას ძაღლი. ვიდეო 3 დღეა, რაც განთავსებულია youtubi-ზე , თუმცა, ამის მიუხედავად, უკვე 16 მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა.
როგორც ყვებიან, ძაღლმა სახელად კეისიმ 2 – წლიანი შესვენების შემდეგ ნახა საყვარელი პატრონი, გოგონა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში უცხოეთში მუშაობდა. ძაღლი კინაღამ გაგიჟდა სიხარულისაგან, ხტოდა, წკმუტუნებდა, პატრონს ესიყვარულებოდა, რის შემდეგაც რამდენჯერმე დაკარგა გონება. ძაღლი სწრაფად მოვიდა გონზე და ისევ გააგრძელა პატრონის ხილვით გამოწვეული სიხარულის გამოხატვა. ამის შემდეგ, ყოველი შემთხვევისთვის, პატრონმა ძაღლი ვეტერინართან მიიყვანა, რომელმაც დამამშვიდებელი ინფორმაცია მიაწოდა: გონების დაკარგვის მიუხედავად, ძაღლს არაფერი სჭირს და სრულიად ჯანმრთელია.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=rp03AorAWLY” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები