ჰერმან საბო: გამიხარდება, თუ ბადრი ჯაფარიძე შუალედური არჩევნებით პარლამენტში დაბრუნდება

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში ბადრი ჯაფარიძის მიმართ დაშვებული ადამიანური და იურიდიული შეცდომა გამოვასწოროთ. გამიხარდება, თუ ბადრი ჯაფარიძე შუალედური არჩევნებით პარლამენტში დაბრუნდება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

მისი თქმით, უკეთესი იქნებოდა, ჯაფარიძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობის თაობაზე განცხადება ოპოზიციასთან კონსულტაციების გავლის შემდეგ გაკეთებულიყო.

„უკეთესი იქნებოდა, მისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობის თაობაზე განცხადება ოპოზიციასთან კონსულტაციების გავლის შემდეგ გაკეთებულიყო, მაგრამ ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, რომელსაც ასე მოექცნენ, ასეთ რაღაცებს ვერ მოსთხოვ. როგორც ჩანს, ოპოზიციის დიდი ნაწილი მხარს დაუჭერს და მას საკმაოდ კარგი შანსები აქვს იმის ფონზე, რომ ადამიანები მორალურად ხვდებიან, რომ პარლამენტიდან გასაშვები არ იყო. რუსთავი მეტ-ნაკლებად ოპოზიციური ქალაქია და ბადრი ჯაფარიძის შანსები ოპტიმისტურია“, – განაცხადა ჰერმან საბომ “პირველ არხთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა, რის შემდეგაც “ლელომ” იგი რუსთავის შუალედურ არჩევნებზე წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები