„გონივრულია, ვიფიქროთ, რომ მსოფლიო უახლოვდება კორონავირუსული პანდემიის ბოლო ეტაპებს“, – განაცხადა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ბანსელმა.
„არსებობს 80%-იანი შანსი იმისა, რომ “ომიკრონის” შტამის გავრცელებისა და მუტაციის შედეგად ჩვენ დავინახავთ ნაკლებ ვირუსს“, – განუცხადა მან CNBC-ს.
ამავე დროს, ბანსელი მიიჩნევს, რომ, დარჩენილი 20%-ის შემთხვევაში, შემდეგი შტამები უფრო საშიში იქნება.
„ფაქტია, რომ ვირუსი არსად მიდის. ის სამუდამოდ დარჩება ადამიანებთან, როგორც გრიპი და ჩვენ მოგვიწევს მასთან ცხოვრება“, – თქვა მან.
მისივე თქმით, “მოდერნა” ავითარებს გრიპისა და კორონავირუსის კომბინირებულ ვაქცინას, რომელიც მზად იქნება, სავარაუდოდ, 2023 წლის აგვისტოსთვის.