ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 357 შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 357 შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვირუსის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში 4 ადამიანი გარდაიცვალა. 52 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ე.წ. ოპერატიულმა შტაბმა ინფიცირების 49 881 შემთხვევა აღრიცხა, გამოჯანმრთელდა 41 066, ხოლო გარდაიცვალა 628 ადამიანი.