ხვალ ლევან დავითაშვილი სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება
ხვალ, 17 თებერვალს, 13.45 საათზე, „ტექნოპარკში” (ოქროყანა, ინოვაციების ქ. 7), საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.
თემა: საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის განხილვა, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას გულისხმობს.