ობამა: აღმოსავლეთში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოვითხოვ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გადამწყვეტი ზომების მიღება მოსთხოვა ორივე დაპირისპირებულ მხარეს და ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ის ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრეზიდენტს ბენიამინ ნეთანიაჰუს და ალტერნატიული ზომების მიღება შესთავაზა.
,,დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეცხლი, შექმენით ჰუმანიტარული კორიდორები, რომელიც საბოლოოდ შეაჩერებს სისხლისღვრას. ეცადეთ, დავუბრუნდეთ იმ პირობებს, რომელიც მისაღები იყო ორივე მხარისთვის 2012 წლის ნოემბერში”,- განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები