“ერთიანობის დღე” – რუსეთის შეჭრის საფრთხის ფონზე, 16 თებერვალს უკრაინაში ახალი დღესასწაული დაარსდა (ფოტო)

უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალი “უკრაინის ერთიანობის დღედ” გამოაცხადა. ამიერიდან, დღესასწაულს ყოველ წელს აღნიშნავენ.

15 თებერვალს ხალხისადმი მიმართვისას ზელენსკიმ ხალხს მოუწოდა, არ აყვნენ პანიკას.

“დიდი ომით გვაშინებენ და სამხედრო შემოჭრის თარიღს კიდევ ერთხელ ადგენენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა. მაგრამ ჩვენი სახელმწიფო დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე. ჩვენ მას ერთობის დღედ გავხდით. შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოეწერა. ამ დღეს ჩვენ ეროვნულ დროშებს ჩამოვკიდებთ, ლურჯ და ყვითელ ლენტებს გავიკეთებთ და ჩვენს ერთიანობას მთელს მსოფლიოს ვაჩვენებთ”, – თქვა მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა.

16 თებერვალს, “ერთიანობის დღეს” ქვეყნის ყველა სახელმწიფო და საცხოვრებელ კორპუსს შეუძლია უკრაინის დროშის აღმართვა, 10:00 საათზე კი უკრაინის ჰიმნი აჟღერდება.

ამ დღეს უკრაინული ტელეარხები ერთიანობის მარათონს გადასცემენ, ასევე, ქვეყანაში აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.

უკრაინელები ერთმანეთს ულოცავენ “ერთიანობის დღეს” და სხვადასხვა გზით უერთდებიან დღესასწაულს.

მაგალითად, 16 თებერვალს მათ შეუძლიათ, სამსახურში ან სკოლაში მივიდნენ ტრადიციული ნაქარგი პერანგით ან ტანსაცმელს მიამაგრონ ტანსაცმელს ლურჯი და ყვითელი ლენტი.

მშობლების უმეტესობამ სკოლაში ბავშვები ნაქარგი პერანგით გაუშვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები