ლევან გოფოძე: ასაკოვან, თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში ეს ინფექცია მაინც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს
“რესპუბლიკური საავადმყოფოს” დირექტორმა, ლევან გოფოძემ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა და განაცხადა, რომ კლინიკაში მიმართვიანობამ შედარებით იკლო.
მისივე თქმით, კორონავირუსი ასაკოვან, თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში მაინც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს.
„შედარებით იკლო მომართვიანობამ. თუ ორი-სამი დღის წინ კლინიკაში 310-320 პაციენტი მკურნალობდა, ამჟამად, 250-ზე ცოტა მეტი ადამიანი გადის მკურნალობის კურსს. სამწუხაროდ, არ იკლო ინფიცირებულებში მძიმე ფორმებმა, რადგან ასაკოვან, თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში ეს ინფექცია მაინც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია იმიტომ, რომ პაციენტების ნაწილი “დელტა” შტამით არის ინფიცირებული“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.