ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა რუსეთიდან გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის.
ამის შესახებ მან ევროპარლამენტის დეპუტატებს სტრასბურგში განუცხადა.
“ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ შევიმუშავეთ ყველა სცენარი რუსეთის მიერ ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების შესაძლო სრული ან ნაწილობრივი შეწყვეტისთვის. ახლა შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ თავი ამ ზამთრის სეზონისთვის,” – აღნიშნა მან.
მისი თმით, ამის გაკეთება აუცილებელი იყო იმ შემთხვევისთვის, თუ „რუსეთი გადაწყვეტს ენერგეტიკას იარაღად გამოყენებას“.
„ჩვენ ვაკვირდებოდით, რომ გაზზე დიდი მოთხოვნის დროს “გაზპრომი” ზღუდავდა ევროპაში მიწოდებას. ეს უცნაური ქცევაა კომპანიისთვის, რომელიც არ ცდილობს თავისი მოგების გაზრდას, გაზრდილი მოთხოვნის პირობებში. ასეთმა ქცევამ უკვე დააზიანა რუსეთის ავტორიტეტი, როგორც ენერგორესურსების საიმედო მიმწოდებლის“, – ხაზი გაუსვა ფონ დერ ლეიენმა.
მისივე თქმით, ევროკომისია “მრავალი კვირის განმავლობაში აწარმოებს მოლაპარაკებებს იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც მზად არიან, გაზარდონ ევროკავშირისთვის შემცირებული გაზის მიწოდება”.
ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, იანვარში „ევროპაში თხევადი გაზის რეკორდული მიწოდება უკვე დაფიქსირდა, რაც ასეთი კონტაქტების შედეგი იყო“.
”ჩვენ უსაფრთხოდ ვიქნებით”, – თქვა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.