აზერბაიჯანსა და ირანს შორის ავიამიმოსვლა განახლდება
აზერბაიჯანსა და ირანს შორის პირდაპირი ფრენები მარტში განახლდება.
ამის შესახებ აზერბაიჯანის ელჩმა ირანში, ალი ალიზადემ Twitter-ზე დაწერა.
„მარტის დასაწყისში გადაიდგმება კიდევ ერთი დადებითი ნაბიჯი აზერბაიჯანსა და ირანს შორის ურთიერთობებში“, – დაწერა ელჩმა.
15 თებერვალს აზერბაიჯანის პრემიერმინისტრმა, ალი ასადოვმა მინისტრთა კაბინეტის დადგენილებაში „სპეციალური საკარანტინო რეჟიმის გახანგრძლივებისა და გარკვეული შეზღუდვების მოხსნის ღონისძიებების შესახებ“ ცვლილების შეტანას მოაწერა ხელი.
დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანში საჰაერო გზით გასვლა-შემოსვლა ნებადართულია 17 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ასევე, ამ ქვეყნებში მუდმივად მცხოვრები სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის.
სიაში შედის ირანი, ინდოეთი, საქართველო, მოლდოვა, უზბეკეთი, ალბანეთი, ტუნისი, პაკისტანი, ტაჯიკეთი და სხვა.